#ფოტოამბავი

ენი ლებოვიცის ფოტოკრებულში მოყოლილი მოდური ისტორიები

გაზიარება:

ათწლეულების განმავლობაში ენი ლებოვიცი ქმნიდა მოდის ფოტოგრაფიის პირად ისტორიას, ისტორიას ცვლილებებზე, გარდაქმნებზე, ახლებური პერსპექტივიდან რეალობის დანახვაზე და ზღვარზე, რომელიც რეალურსა და არარეალურ სამყაროს შორის გადის. სწორედ ამ ათწლეულების გამოცდილებას და შეუდარებელ ფოტოკადრებს მოუყარა ენიმ თავი ახალ წიგნში, ფოტოებს, რომლებიც მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს, პერიოდსა და ხედვას აღბეჭდავენ.

ხიდი სამყაროებს შორის

1999  წელს ენი ლებოვიცი ფოტოების გადასაღებად პარიზში გაემგზავრა, სადაც მას სიურპრიზად სინ კომბსი და ქეით მოსი დაახვედრეს გადასაღებად. გადაღება ორი სამყაროს კროსკულტურული შეჯახება იყო: რეპ კულტურისა და მაღალი მოდის“, - წერს ფოტოგრაფი Wonderland-ში. ”და, რა თქმა უნდა, ისინი დიდად არ განსხვავდებოდნენ.”.

რქები

ენის რიგით მეორე მნიშვნელოვანი გადაღება, რომელიც მაღალი მოდის შედევრებს ასახავდა 2001 წელს შედგა, ამ  გადაღებაში ბენ სტილერი მონაწილეობდა, რომელიც ფოტოგრაფებისთვის, თავისი სტილით, ახირებულობითა და პიროვნული შტრიხებით, ერთ-ერთ ფავორიტ ცნობილ ადამიანად ითვლებოდა.

ბალიშების წვეულება

2005 წელს ენი ლებოვიცმა, Plaza Hotel-ში სარა ჯესიკა პარკერის ედითორიალი გადაიღო. ფოტოგრაფმა სასტუმროს ნომერში ერთ დიდ აურზაური მოაწყო და დაუვიწყარი ფოტოსესიას შექმნა.

დაბრუნება

"პენელოპე კრუსი ამ დრომდეც არა ერთხელ გადამიღია, თუმცა ეს ფოტოსესია ესპანეთში სრულიად განსხვავებული იყო" წერს ენი ფოტოსესიაზე, რომელიც ესპანელ მსახიობთან ერთად 2007 წელს მოაწყო. "პენელოპე ამაყობდა სახლში დაბრუნებით".

ყველანი მაგიდაზე

Metropolitan Opera-ს 2009 წელს დადგმული Hansel and Gretel-ის შთაგონებით ენი ლებოვიცმა Grace-ის სამსახიობო გუნდთან: ენდრიუ გარფილდთან და ლილი კოულთან ერთად დაუვიწყარი ფოტოსესია მოაწყო, თუმცა მსახიობებთან ერთად მაგიდაზე მთავარი გმირიც - ლედი გაგაც დააყენა და ამ გადაღებას რაღაც სრულიად ახლებური შესძინა.

ზევით