#მოდა #კულტურა

ანჯელინა ჯოლი 16 წლის ზაჰარასთან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა

გაზიარება:

გასულ ღამეს, ანჯელინა ჯოლიმ, წითელ ხალიჩაზე მოულოდნელი გამოჩენით გაგვაოცა, მსახიობი 16 ქალიშვილთან ზაჰარასთან ერთად გამომცემლობა Variety-ს Power of Women-ს ღონისძიებას დაესწრო. ანჯელინა ჯოლი ღონისძიებაზე, ახალგაზრდა მწერლის ამანდა გორმანის წარმდგენი გახლდათ.

ოსკაროსანმა მსახიობმა მნიშვნელოვანი გამოჩენისთვის რეტრო ლუქი შეარჩია: აბრეშუმის კრემისფერი კაბა და ფავორიტი წითელი ტუჩსაცხი, ზაჰარამ კი ოფიციალური გამოჩენისთვის არჩევანი თეთრი ფერის ტოპზე და მაღალწელიან შარვალზე გააკეთა.

Power of Women-ის ღონისძიების წამყვანი ჩელსა პერეტი გახლდათ, ანჯელინას და ზაჰარას გარდა, Variety-ს სტუმართა შორის იყვნენ ქეთი პერი, ორლანდო ბლუმი, ლორდე, რიტა მორენო და ჯენა დიუანი.

ზევით