#ცნობილები

მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

გაზიარება:

ქართველი მეცოსოპრანოს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა, ანიტა რაჭველიშვილი და მისი მეუღლე ოთარ მაისურაძე მშობლები გახდნენ. წყვილს პირველი ქალიშვილი ლილეანა მაისურაძე შეეძინა. სიახლე გამოცემა 𝐎𝐏𝐄𝐑𝐀 𝐂𝐡𝐚𝐫𝐦-მა Instagram-ის მეშვეობით გვამცნო და წყვილს ლილეანას გაჩენა მიულოცა.

დიდი სიყვარულის ისტორია 5 წლის წინ დაიწყო. სოციალურ ქსელში დაახლოებულმა ანიტამ და ოთომ, პირისპირ შეხვედრისთანავე გააცნობიერეს, რომ ცხოვრებას ერთად გაატარებდნენ. წყვილის ურთიერთობა მალე განვითარდა, პარიზულ დღეებს ბერლინში ხელის თხოვნის ცერემონიაც მოჰყვა, ზაფხულის მიწურულს კი ანიტა და ოთო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

ანიტა რაჭველიშვილი და ოთო მაისურაძე 2016 წლის 28 აგვისტოს, თბილისში დაქორწინდნენ. აკა ნანიტაშვილის მაქმანებიან კაბაში გამოწყობილმა მეცოსოპრანომ, რომლის საპატარძლო კაბას მარგალიტებისა და ბროლის თვლებიც ამშვენებდა, სადა, თუმცა დასამახსოვრებელი, ემოციებითა და სიურპრიზებით დატვირთული ქორწილი გადაიხადა. საღამოს ანიტას ახლო მეგობარი და ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა. ყველაფერი კი ფილმებში ნანახ იდეალურ ქორწილს მოგაგონებდათ.

მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არც ისე ხშირად საუბრობს. თუმცა. მნიშვნელოვან დეტალებს სოციალური ქსელის გამომწერებს იშვიათად მაინც უზიარებს. სწორედ, Instagram-ის მეშვეობით გვამცნო ანიტამ, რომ ის და ოთო პირველი შვილის მოლოდინში „ყველაზე ბედნიერი დღეებით“ ტკბებოდნენ.

ზევით