All Too Well: ტეილორ სვიფტის მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარი დეტალები

ტეილორ სვიფტმა Red (Taylor’s Version) ოფიციალურად წარადგინა, ალბომი, რომელიც 2012 წელს გამოსული Red-ის რეინკარნაცია და გაუმჯობესებული ვარიანტია, ინტერნეტსივრცეს დამაჯერებლად იპყრობს. ნაცნობი სასიყვარულო ბალადების გარდა, ალბომში მომღერალმა აქამდე უცნობი სიმღერებიც წარგვიდგინა, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება მაინც Rolling Stone’s-ის საუკეთესო სიმღერების მოწინავე პოზიციაზე მყოფმა სინგლმა All Too Well (Taylor’s Version), დაიმსახურა.

გარდა იმისა, რომ ტეილორ სვიფტმა All Too Well-ის სტანდარტული და ახალი 10-წუთიანი ვერსიები წარმოგვიდგინა, მომღერალმა საშემოდგომო სასიყვარულო ბალადა სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმითაც წარმოგვიდგინა. 15-წუთიან ფილმში ტეილორ სვიფტი სასიყვარულო კინემატოგრაფიულ სამყაროს სთავაზობს, რაღაცას ძალიან ნაცნობს და უკვე ნანახს, რომელმაც მნახველის გული კიდევ ერთხელ უნდა დაიპყროს.

ტეილორ სვიფტისთვის თითოეული სიმღერა, მისი ტექსტი და სიმღერისთვის გადაღებული კლიპიც კი საოცრად ინტიმურია. მუსიკოსი ყოველთვის ცდილობს მოჰყვეს ამბავს, მისთვის პირადულს და უაღრესად მნიშვნელოვანს, ისეთს როგორიც ეპიკური სიყვარულის ისტორია და მისი დასასრულია. რასაკვირველია, ტეილორმა ამ მიდგომას არც ამჯერად უღალატა და მოკლემეტრაჟიან ფილმში, არა პირდაპირად თუმცა ირიბად და ყველასათვის თვალნათლივ, ჯეიკ ჯილენჰოლთან ურთიერთობაზე გვიამბო.

ურთიერთობა, რომლის შემდეგაც 11 წელი გავიდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა. ურთიერთობის დასაწყისში ტეილორი 20 წლის გახლდათ, ჯეიკი კი 29 წლის, მოკლემეტრაჟიანი ფილმი მათი რომანის ყველაზე ბედნიერ წუთებზე გვიყვება და იმაზეც თუ რა მიზეზებმა გამოიწვიეს წყვილის გაუცხოება, შემდეგ კი დაშორება.

ფილმში მთავარ როლებს დილან ო'ბრაიენი და სეიდი სინკი ასრულებენ. მსახიობების ჩაცმის სტილის ხილვის შემდეგ ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვის განასახიერებენ მსახიობები, ჯეიკ ჯილენჰოლის კოპირებული გარდერობი და ტეილორის რჩეული წითელი ტუჩსაცხი სათქმელს უმალვე ამბობენ. 

შარფს ტეილორის ფოლკლორულ სამყაროში თავისი დატვირთვა აქვს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი ფიგურირებს ყველგან, როგორც მუსიკის ტექსტებში, ისე ვიდეოკლიპებში და ახლა ფილმშიც კი. შარფი, რომელიც ტეილორს ყოფილ შეყვარებულთან დარჩა, მისი მტკიცებით ყოველთვის იყო ნივთი, რომელსაც მისი რჩეული უბრუნდებოდა.

ტეილორისა და ჯეიკის პაპარაცული ფოტოების რეფერენსები მოკლემეტრაჟიან ფილმში დიდი რაოდენობით გვხვდება

უამრავ მინიშნებას შორის, რომლებზეც სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე მეორე დღეა საუბრობენ, იმასაც აღმოაჩენთ, რომ ფილმის დასასრულ, მთავარ როლს მსახიობი ჯეიკ ლაონი ასრულებს, რომელსაც სულ რამდენიმე წამით ვხედავთ ზურგიდან, წარმოდგენაც კი არ გვაქვს სხვაგვარად როგორ უნდა ეთქვა მომღერალს ან მიენიშნებინა, ვისზე გვიყვებოდა 15 წუთის განმავლობაში. 

ზევით