#ცნობილები

„გაქცევის“ ვარსკვლავს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს

გაზიარება:

ეს სახე ცნობილი სერიალიდან - The prison break გემახსოვრებათ. ისიც გეცოდინებათ, რომ მსახიობი - უენტუორთ მილერი გეია და ის უკვე წლებია გახსნილად საუბრობს საკუთარი ორიენტაციის შესახებ, თუმცა ჯერ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მილერს გასულ წელს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს.

„გაქცევის“ მსახიობმა საკუთარ Instagram გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აუტიზმის დიაგნოზისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობს.

როგორც ყველას, კარანტინმა მეც ბევრი რამ დამაკარგვინა, მაგრამ, სიმშვიდესა და განმარტოებაში ყოფნამ, ასევე ბევრი საჩუქარი შემძინა.

უენტუორთ მილერი, გაქცევა, მსახიობი

49 წლის მსახიობი წერს, რომ გასულ წელს საკუთარ თავს დიაგნოზი ჯერ თავად დაუსვა, შემდეგ კი დასტური პროფესიონალებისგან მიიღო. მილერი ამბობს, რომ ჯერ-ერობით აუტიზმის შესახებ ბევრი არაფერი იცის, ამიტომ სხვა ვარსკვლავების მსგავსად საკუთარი პლატფორმების გამოყენებას ამ საკითხზე მოძღვრებისთვის არ გეგმავს.

მხოლოდ მინდა იცოდეთ, რომ მეც აქ ვარ და თქვენს რიგებში ვარ.

მსახიობი Instagram პოსტის საშუალებით ასევე უხდის მადლობას იმ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე მის პირად სივრცეს, გადაწყვეტილებებსა და მოსაზრებებს პატივს სცემდნენ, მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდნენ თუ არა მას.

გაქცევა, მსახიობი

წლის დასაწყისში უენთუორთ მილერმა ერთ-ერთ გამოცემასთან იმაზეც ისაუბრა, რომ ჰეტეროსექსუალი მამაკაცების როლის შესრულებას აღარ აპირებს.

გაცილებით მეტ ისტორიას ვნახავდი გეი მთავარი გმირებით, მათი გამოცდილებითა და ცხოვრებისეული სირთულეებით.

ზევით