#ცნობილები

კირსტენ დანსტი მეორე შვილს ელოდება

გაზიარება:

Spider-Man-ის მსახიობი მეორე შვილს ელოდება. კირსტენ დანსტი წამოზრდილი მუცლით W Magazine-ის ფოტოსესიაში გამოჩნდა. ქერა ლამაზმანი და მისი მსახიობი მეუღლე - ჯესი პლემონსი პატარას უახლოეს პერიოდში ელოდებიან. 

კირსტენ დანსტი, მსახიობი ორსულად, მეორე შვილი

კირსტენმა ფოტოსესიაში მონაწილეობა ელლ ფენინგთან და რაშიდა ჯონსთან ერთად მიიღო, Fashion ედიტორიალის ავტორი კი სოფია კოპოლა გახლდათ. მსახიობს კოპოლასთან ერთად წლების მანძილზე არა ერთ ფილმზე უმუშავია. მათ შორისაა 1999 წლის The Virgin suicides, 2006 წელს გადაღებული Marie Antiunette და 2017 წლის ნამუშევარი The Beguiled

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by W Magazine (@wmag)

თითქმის ყველა კადრი იატაკზე გადავიღეთ. ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, რომ ვეღარ ავდგებოდი

38 წლის დანსტმა პირველი ორსულობის შესახებაც მოდური ფოტოსესიის საშუალებით გვამცნო. დღეს მისი უფროსი ვაჟი - ენისი 2 წლისაა. მსახიობმა და მისმა მეუღლემ ერთმანეთი 2016 წელს, ერთობლივი ნამუშევრის - Fargo-ს გადაღებებზე გაიცნეს, შეხვედრა კი წელიწადნახევრის შემდეგ დაიწყეს. წყვილი 2017 წლის იანვარში დაინიშნა, წელიწად ნახევრის შემდეგ კი სამყაროს მათი პირველი შვილი მოევლინა. 

კირსტენ დანსტი, მსახიობბის ქმარი, ჯესი პლემონსი

ზევით