#ცნობილები

კირსტენ დანსტი მეორე შვილის და პოსტ სამშობიარო სტრესის შესახებ ალაპარაკდა

გაზიარება:

კირსტენ დანსტი და ჯესი პლემონსი მეორე ბავშვის მშობლები ჯერ კიდევ 4 თვის წინ გახდნენ, თუმცა სასიხარულო ამბის გასაზიარებლად Spider man-ის ვარსკვლავს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

ის ნამდვილი ანგელოზია, ძალიან მშიერი ანგელოზი - წერს კირსტენი.

ჯეიმს რობერტი მსახიობისა და მისი მეუღლის მეორე შვილია. წყვილს ასევე 3 წლის ვაჟი - ენისი ჰყავს, რომელსაც პატარა ძამიკო ძალიან უყვარს.

ძალიან დაღლილი ვარ. თითქმის 4 თვეა ღამე არ მიძინია.

კირსტენ დანსტი, ქმარი

მსახიობის მეუღლე მარტინ სკორსეზესთან ერთად ფილმის გადაღებებზე იმყოფება, ამიტომ დანსტს ახალშობილთან გამკლავება ფაქტობრივად მარტოს უწევდა, თუმცა კირსტენი მალე სამსახურში დაბრუნებას გეგმავს.

ჯესი საუკეთესო პარტნიორია, იცის რა მჭირდება. დროს ისე ვანაწილებთ, რომ ორივემ შევძლოთ საკუთარი კარიერის მიხედვა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ფეხმძიმობის შესახებ ვარსკვლავმა საზოგადოებას W Magazine-ის მოდური ფოტოსესიის საშუალებით ამცნო, რომელშიც სოფია კოპოლას რეჟისურით შექმნილი თვალისმომჭრელი ფოტო სერია გამოქვეყნდა.

ზევით