#ცნობილები

JLO და ბენ აფლეკი?! - Hollywood-ში ახალი ჭორები დადის

გაზიარება:

ნუთუ ისტორია მეორდება და 2021-ში ჯენიფერ ლოპესსა და ბენ აფლეკს ისევ ერთად ვიხილავთ? ბოლო რამდენიმე დღეა ყოფილი შეყვარებულების შესახებ ბჭობს. მას შემდეგ, რაც 51 წლის მომღერალმა საქმროსთან - ალექს როდრიგესთან დაშორების ამბავი ოფიციალურად დაადასტურა, ლამაზმანი წლების წინანდელმა სიყვარულმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა.

ჯეილო, ბენ აფლეკი, ჯენიფერ ლოპესი, რომანი

Page Six-ის ცნობით, ბენ 49 წლის აფლეკი ყოფილ საცოლეს უკვე სამჯერ ესტუმრა. მომღერალთან და მსახიობთან დაახლოებულ წრეში ამბობენ, რომ ყოფილები მხოლოდ მეგობრობენ, თუმცა ტაბლოიდები გაჩერებას არ აპირებენ და წყვილს გამადიდებელი შუშის ქვეშ აკვირდებიან.

ჯეი ლო, ბენ აფლეკი, შერიგდნენ

29 აპრილს ბენი თეთრი ფერის კადილაკიდან გადმომავალი დააფიქსირეს. მოგვიანებით პაპარაცების ობიექტივში ჯეილო ამავე ავტომობილით მიმავალი მოხვდა. ამბობენ, რომ მანქანა მომღერალს ეკუთვნის.

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი

მოგეხსენებათ, რომ ჯეილო თავისი ყოფილებიდან რამდენიმესთან დღემდე მეგობრობს. მათ შორისაა მომღერლის შვილების მამა - მარკ ენტონი. ბენ აფლეკთან მომღერალს 2 წლიანი ნიშნობა აკავშირებს. მსახიობმა საყვარელ ქალს ხელი 2002 წელს სთხოვა, თუმცა წყვილი 2004 წელს დაშორდა.

ჯეილოს და ბენ აფლეკის რომანი 2021

ლოპესის ახლო მეგობრები ამბობენ, რომ ლათინოსი მომღერალი აფლეკთან მეგობრულ ურთიერთობას წლების მანძილზე ინარჩუნებდა. წლების წინ წყვილის დაცილების მიზეზად მათი კულტურული სხვაობა სახელდებოდა. ბენ აფლეკი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ მასთან ყოფნისას ჯენი მისი წარმომავლობის გამო რასისტული თავდასხმების მსხვერპლი ხშირად ხდებოდა.

ურთიერთობის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში კი ჯეილომ ბენთან ურთიერთობას მისი “პირველი ნამდვილი გულის ტკენა” უწოდა. ჯერ-ჯერობით განახლებულ რომანს ოფიციალური მხარე არ ადასტურებს, თუმცა არავინ დრო რას გვიმზადებს, ეს ხომ Hollywood-ია.

ზევით