#ცნობილები

BEST & WORST - ყველაზე კომფორტული და ყველაზე უსიამოვნო პარტნიორები ეკრანზე

გაზიარება:

Hollywood-ში წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ნიჭის გარდა უამრავი სხვა გარემოების გათვალისწინებაა აუცილებელი. მსახიობების სოციალური ცხოვრება კი სიის სათავეშია. ვინ როგორ ეწყობა კოლეგებს, ვისთან მუშაობაა კომფორტული და ვის გაურბიან რეჟისორები? მოკლედ, ხასიათი ვარსკვლავების კარიერაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ამჯერად The Diary-ის გუნდი BEST & WORST მსახიობ ქალბატონებს წარგიდგენთ, რომლებთან მუშაობაც ძალიან სასიამოვნო, ან ჯოჯოხეთის ტოლფასია.

#1 WORST: მერაია ქერი

მერაია ქერის, რთული ხასიათი

ცნობილი დივას არაამქვეყნიურ მოთხოვნებთან ერთად, სეტზე განხილვის საგანი გადამღები ჯგუფის მიმართ მისი აგდებული დამოკიდებულება ხშირად ხდება, ამიტომაცაა რომ მერაია ქერისთან მუშაობას ყველა თავს არიდებს.

#2 BEST: ჯინა როდრიგესი

ჯინა როდრიგესი, netflix-ის სერიალი

Netflix-ის სერიალის ვარსკვლავი ჩვენი სიიდან ყველაზე ახალბედაა, მაგრამ Hollywood-ურ წრეებში უკვე დიდი პატივისცემით სარგებლობს. მისი კოლეგების თქმით, ჯონას გადასაღებ მოედანზე გამოჩენა ყველას უხარია. ლათინოსი მსახიობის მომნუსხველი ღიმილი კი დაძაბულ სიტუაციასაც მარტივად მუხტავს.

#3 WORST: ლინდსი ლოჰანი

ლინდსი ლოჰანის რთული ხასიათი

პირადი ცხოვრების გარდა, ლინდსიმ ბოლო წლების მანძილზე საკუთარი კარიერის მოსპობაც მოახერხა. ჟღალთმიანი მსახიობის მძიმე ხასიათმა ვარსკვლავს ბევრი კარი მიუკეტა ცხვირწინ. კინო ინდუსტრიაში კარგად იციან, რომ ლოჰანი არა სანდო პიროვნებაა, ის ხშირად აგვიანებს გადაღებებზე, ან საერთოდ არ მიდის, აქვს უამრავი მოთხოვნა და გადასაღებ მოედანზე სკანდალების მოწყობა სჩვევია.

#4 WORST: ტერი ჰეჩერი

ტერი ჰეტჩერის რთული ხასიათი, სასოწარკვეთილი დიასახლისები

სასოწარკვეთილი დიასახლისების ვარსკვლავი ცხოვრებაშიც სასოწარკვეთილია. ტერი ჰეტჩერის კოლეგები ამბობენ, რომ მსახიობი გადასაღებ მოედანზე ნამდვილი მარტოხელა მგელია. ცნობილი სერიალის ქასთის წევრებს არა ერთხელ აღუნიშნავთ, რომ ტერისთან მუშაობა ძალიან უსიამოვნოა. ევა ლონგორიამ მას მსოფლიოში ყველაზე ცუდი ქალიც კი უწოდა. 2012 წელს, როდესაც Desperate housewives-ის გადაღებები დასრულდა, მსახიობებმა გადამღები ჯგუფისთვის საჩუქრები მოიტანეს, ტერის სახელი კი არავის გახსენებია.

#5 BEST: ჯენიფერ ლოურენსი

ჯენიფერ ლოურენსი, კარგი ხასიათი

ჯენი ზუსტად ისეთია, როგორიც ეკრანზე ჩანს - უდარდელი, მხიარული, სასიამოვნო და გულიანი გოგონა. ამ სიტყვებით შეამკო ჯენიფერ ლოურენსი ერთ-ერთმა კოლეგამ და მის აზრს ყველა იზიარებს, ვისაც ლოურენსთან მუშაობის გამოცდილება ჰქონია. Hunger games-ის ვარსკვლავის მყისიერი წარმატება არა მხოლოდ მისმა ფრენჩაიზში გამოჩენამ განაპირობა, არამედ იმანაც, რომ ჯენიფერს ყველაზე რთულ ადამიანთანაც კი მარტივად სეუძლია საერთო ენის გამოძებნა. რეჟისორები მასზე გიჟდებიან, კოლეგები კი ლოურენსთან ერთად საუკეთესო დროს ატარებენ.

#6 WORST: გვინეტ პელტროუ

გვინეტ პელტროუს მძიმე ხასიათი

უკვე ყველამ იცის, რომ გვინეტის ეგო დარბაზსაც კი დაჩრდილავს. ქერა ლამაზმანის ავი ხასიათის შესახებ უკვე ყველა რეჟისორმა და მსახიობმა იცის, ამიტომ მასთან მუშაობას ხშირ შემთხვევაში ერიდებიან ხოლმე. გვინეტს განსაკუთრებით უყვარს გადასაღებ მოედანზე საკუთარი აზრის დაფიქსირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას დიდი აუდიტორია უსმენს. პელტროუ რეჟისორებს უხერხულ შენიშვნებს უკეთებს, სტაფთან უხეში დამოკიდებულება აქვს და ყოველთვის ითხოვს იმას, რომ მას ყველაზე მეტი გადაუხადონ.

#7 BEST: რიზ უიზერსპუნი

რიზ უიზერსპუნი, კარგი ხასიათი,

ქერა ადვოკატის ვარსკვლავი Hollywood-ში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ფიგურაა. რიზის მეგობრებს შორის მისი უამრავი კოლეგა შედის, რომლებსაც მსახიობთან ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. “ის ძალიან კეთილი ქალია, რომლის სიკეთეც მყისიერად გადამდებია” - ამ სიტყვებით აფასებს კოლეგასა და მეგობარს მსახიობი ქეით ჰადსონი.

#8 WORST: კეტრინ ჰეილი

კეტრინ ჰეილი, გრეის ანატომიიდან გააგდეს

Gray’s Anatomy-ის ქასთიდან კეტრინ ჰეილი ერთადერთია, რომელმაც შონდა რაიმსის გაბრაზება ისე მოახერხა, რომ სერიალის იდეის ავტორმა იზი სტივენსი სამუდამოდ გააქრო. კეტრინმა Emmy-ის ნომინაციაზე უარი იმის გამო განაცხადა, რომ მისი აზრით, სცენარი არ გახლდათ იმდენად კარგი, რომ ჯილდო დაემსახურებინა. მას შემდეგ, რაც მსახიობი ქასთიდან გაუშვეს, ყოფილი კოლეგების დიდი ნაწილი იმაზეც ალაპარაკდა, რომ მსახიობი სეტზე ყოველთვის უხეშად იქცეოდა, ითხოვდა, რომ მისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ და არც კოლეგებთან ჰქონია კარგი დამოკიდებულება.

#9 BEST: მერილ სტრიპი

მერილ სტრიპის ხასიათი, საუკეთესო მსახიობი ქალი

მერილი ნამდვილი ლეგენდაა. #1 ქალი მსახიობის ხასიათიც ისეთივე გამორჩეულია, როგორც მისი სასცენო უნარები. ქალბატონი სტრიპის გარემოცვაში ყოფნა ერთი დიდი სიამოვნებაა და ამას მისი კოლეგები ხაზს ყოველთვის უსვამენ. “ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ჯადოსნური დღეები იყო” - ასე იხსენებს მერილთან გადასაღებ მოედანზე გატარებულ დროს ენ ჰეთეუეი.

#10 WORST: მიშა ბარტონი

მიშა ბარტონის მძიმე ხასიათი

The O.C.-ის ვარსკვლავის სწრაფად აღმავალი კარიერა მისი ალკო დამოკიდებულებისა და ცუდი ხასიათის გამო მალევე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. მიშამ გადასაღებ მოედანზეც ზედმეტი მოინდომა და არც კოლეგებს გაუყადრა თავი, ამიტომ სერიალიდან მისი გმირი რეჟისორმა ტრადიციული - ფატალური ხერხით გააქრო.

#11 BEST: სანდრა ბულოკი

სანდრა ბულოკის კარგი ხასიათი

გარდა იმისა, რომ სანდრა ბულოკის პროფესიონალიზმი ყოველთვის აღტაცებას იწვევს, მას ადამიანების გაგების უნიკალური უნარი გააჩნია. მას სეტის უკანასკნელი წევრის პირადი პრობლემაც კი გულთან ახლოს მიაქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის კოლეგებზე, რომლებსაც სანდრას მიმართ ყოველთვის თბილი გრძნობები უჩნდებათ. ბულოკი განთქმულია ქალი კოლეგების მიმართ მხარდაჭერით და არა ერთხელ დახმარებია განსაცდელში მყოფ კოლეგას.

ზევით