#ცნობილები

ალბათ აღარ გახსოვდათ, რომ ეს ვარსკვლავები ერთმანეთს ხვდებოდნენ?!

გაზიარება:

დიდი ალბათობით ამ ცნობილი ადამიანების რომანების შესახებ აღარც კი გახსოვთ, არადა წლების წინ, ყვითელი მედია მათი ურთიერთობის შესახებ აქტიურად წერდა. The Diary იმ Hollywood-ურ წყვილებს გაგახსენებთ, რომლებსაც დღეს ერთ წინადადებაშიც კი არ მოიხსენიებენ.

#1 მილა კუნისი და მაკალაი კალკინი

მილა კუნისი, მაკალაი კალკინი, შეყვარებულები

Home alone-ის ვარსკვლავმა და მილა კუნისმა შეხვედრა 2002 წელს დაიწყეს. მსახიობების ურთიერთობა უმეტესწილად დისტანციურად მიმდინარეობდა, რადგან მაკალაი კალკინი ნიუ იორკში ცხოვრობდა, მილა კი ლოს ანჯელესში მუშაობდა. წყვილი ერთმანეთს 10 წელიწადზე მეტი ხვდებოდა, 2010 წელს კი მედიაში ჭორები გავრცელდა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ოფიციალურ წყაროებს ინფორმაცია 2011 წლამდე არ დაუდასტურებიათ. ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ იმის შესახებ, რომ კუნისმა კალკინს ეშტონ კუჩერთან უღალატა. ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ წლების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში მილა გამოტყდა, რომ მაკალაისთან დაშორებისას ძალიან ცუდად მოიქცა. მსახიობი ეშტონ კუჩერს ცოლად 2015 წელს გაჰყვა, კალკინმა კი მას შემდეგ რამდენიმე ხანგრძლივი რომანი გამოიარა.

#2 რენე ზელვეგერი და ბრედლი კუპერი

რენე ზელვეგერი, ბრედლი კუპერი, რომანი

რენე ზელვეგერმა და ბრედლი კუპერმა ერთმანეთი 2006 წელს ერთობლივი ფილმის - Case 39 გადაღებებზე გაიცნეს, როდესაც კუპერი ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა. წყვილმა შეხვედრა 2009 წელს დაიწყო, თუმცა რომანი მალევე, სულ რაღაც 2 წელიწადში დასრულდა. კუპერმა რენესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი 2011 წელს, ერთობლივი ფილმის ტურნეს დროს გააკეთა და თქვა, რომ მისგან ბევრი რამ ისწავლა. 2020 წელს კი მსახიობმა მემუარი გამოსცა, სადაც რენე ზელვეგერი მისი ცხოვრების სიყვარულადაა მოხსენიებული.

#3 კარა დელევინი და მიშელ როდრიგესი

კარა დელევინი, მიშელ როდრიგესი, რომანი

Fast and Furious-ის ვარსკვლავისა და ქერა მოდელის რომანი 2014 წელს დაიწყო და სულ რაღაც 6 თვეში დასრულდა. მაშინ კარა 21 წლის გახლდათ და Hollywood-ურ წვეულებებზე უარის თქმას არ აპირებდა. მიშელთან დაახლოებული პირის თქმით, მსახიობს არ მოსწონდა, რომ კარა ყოველ საღამოს მდედრობითი სქესის ვარსკვლავებთან ერთად ატარებდა. დელევინი შოუ ბიზნესის კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის ექსების სიაში შედის. მოდელი PLL-ის ვარსკვლავს - ეშლი ბენსონსსაც ხვდებოდა. ჭორები იმის შესახებაც დადიოდა, რომ მოდელთან რომანი მაილი საისუსმა გააბა.

#4 ტეილორ სუიფტი და ტეილორ ლოთნერი

ტეილორ სვიფტი, ტეილორ ლოთნერი, რომანი

Twilight Saga-ს მაქციისა და ტეილორ სუიფტის რომანი სულ რაღაც 5 თვე გაგრძელდა. წყვილმა ერთმანეთი მუსიკალური ვიდეო რგოლის გადაღებებზე გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ორი ტეილორის ისტორიამ დიდ ხანს არ გასტანა, მომღერალმა ერთ-ერთ სიმღერაში ყოფილს ბოდიში მოუხადა. სიმღერაში მუქი ფერის კანისა და მომაჯადოებელი ღიმილის მქონე ყმაწვილს მომღერალი ბოდიშს მძიმე ღამისთვის უხდის.

#5 კიმ კარდაშიანი და ნიკ ქენონი

კიმ კარდაშიანი, ნიკ ქენონი, რომანი

ქანიე უესტის გაცნობამდე კიმ კარდაშიანი ცნობილ კომიკოსს - ნიკ ქენონს ხვდებოდა. წყვილი მას შემდეგ დაშორდა ერთმანეთს, რაც კარდაშიანის პორნოგრაფიულმა ვიდეომ დღის სინათლე იხილა. 2008 წელს ნიკი მერაია ქერიზე დაქორწინდა, კიმმა კი საბოლოოდ ცხოვრება ქანიე უესტს დაუკავშირა.

#6 ჯასტინ თიმბერლეიკი და ქემერონ დიასი

ჯასტინ თიმბერლეიკი, ქემერონ დიასი

ჯასტინ თიმბერლეიკისა და ქემერობ დიასის რომანი 2003 წელს დაიწყო. წყვილის ურთიერთობა 4 წელს გაგრძელდა. ქემერონი მომღერალ მეორე ნახევარს ტურნეებშიც კი დაჰყვებოდა და მის მუსიკალურ კარიერას აქტიურად უჭერდა მხარს, თუმცა წყვილი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ არასდროს საუბრობდა. სასიყვარულო ისტორია 2007 წელს დასრულდა, როდესაც ოფიციალურმა წყარომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ჯასტინი და ქემერონი ამბობდნენ, რომ ისინი კარგ მეგობრებად რჩებიან.

#7 სინდი კროუფორდი და რიჩარდ გირი

სინდი კროუფორდი და რიჩარდ გირი

წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის სახლის უკანა ეზოში, ბარბიქიუს წვეულებაზე გაიცნო. მაშინ კროუფორდი სულ რაღაც 22 წლის გახლდათ, რიჩარდ გირი კი 39 წლის წარმატებული და საოცრად პოპულარული მსახიობის სტატუსს ატარებდა. მოდელი და Pretty woman-ის ვარსკვლავი 1991 წელს დაქორწინდნენ, 4 წლის შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდნენ. კროუფორდი გამოტყდა, რომ მას ვიღაცის ჩრდილქვეშ ცხოვრება არ სურდა და უნდოდა, რომ თავად მიეღწია წარმატებისთვის.

#8 ტომ კრუზი და შერი

ტომ კრუზი და შერი

დიახ, Mission Impossible-ის ვარსკვლავი ერთ დროს 16 წლით უფროს მომღერალს ხვდებოდა. იმ დროს ტომ კრუზის კარიერა აღმავლობის გზაზე დგებოდა, შერი კი პოპულარობის პიკში გახლდათ. წარმოშობით სომეხმა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში იხუმრა, რომ ტომი მისი საყვარლების სიის ტოპ ხუთეულში შედის.

ზევით