#ცნობილები

ნუთუ მონასტერი აირია? ყვითელი მედია მეგან ფოქსისა და MGK-ის დაშორებაზე ალაპარაკდა

გაზიარება:

ნუთუ ბოლო დროის ყველაზე განხილვადი ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა? დასავლური ყვითელი მედია მეგან ფოქსისა და Machine Gun Kelly-ის დაშორების შესახებ ალაპარაკდა. ამ ჭორის გაჩენის მიზეზი კი American Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე მუსიკოსის ქალიშვილთან ერთად გამოჩენა გახდა. 

მაშინ გან კელი, შვილთან ერთად, დაჯილდოება

მოგეხსენებათ, რომ რომანის გახმაურების შემდეგ, მეგანი და კელი თითქმის ყველა წითელი ხალიჩის დაპყრობას ახერხებენ. არც ერთ ღონისძიებას არ ჩაუვლია მათი Look-ების განხილვის გარეშე. რამდენიმე დღის წინ კი MKG-მ მუსიკალურ დაჯილდოვებაზე 35 წლის საყვარელი ქალის ნაცვლად 13 წლის ქალიშვილი - კესი კოლსონ ბეიკერი წაიყვანა, რომელიც მას წინა ურთიერთობიდან, რომელიც მას ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში შეეძინა. 

მაშინ გან კელის ქალიშვილი

მამამ და ქალიშვილმა მედია საშუალებების გულები დაიპყრეს. გარდა იმისა, რომ კესი მამის მსგავსად ქარიზმატული ადამიანია, მისი მამასთან ურთიერთობაც არანაკლებ სასიამოვნო საყურებელია. 

ისინი და-ძმას უფრო ჰგვანან, ვიდრე მამა-შვილს. 

Machine Gun Kelly-ის და მეგან ფოქსის თაყვანისმცემლებმა სოციალურ მედიაში წუხილი მალევე გამოთქვეს. ბევრის აზრით მონასტერი აირია და წყვილი დაშორებას აპირებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Megan Fox (@meganfox)

იქიდან გამომდინარე, რომ წყვილი მედია საშუალებებთან ყოველი შესაძლებლობის თანავე ჩნდება, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ AMA-ს დაჯილდოებაზე, რომელიც მუსიკოსმა ჯილდოთი ხელდამშვენებულმა დატოვა, მეგანის არ ყოფნა განგაშის მანიშნებელია. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Megan Fox (@meganfox)

არადა, სულ ცოტა ხნის წინ წყარო უახლოეს მომავალში ქორწილს წინასწარმეტყველებდა. წყვილთან დაახლოებულ წრეში ამბობდნენ, რომ კელის ერთი სული აქვს, როდის მოიყვანს მეგანს ცოლად. მუსიკოსისა და მსახიობის შვილები ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ. მეტიც, მეგანის ყოფილი მეუღლეც კი გულშემატკივრობს ფოქსის ახალ ურთიერთობას. 

მეგან ფოქსი, ყოფილი ქმარი, ბრაიან ოსტინ გრინი

შეგახსენებთ, რომ მეგანი ყოფილ მეუღლეს - ბრაიან ოსტინ გრინს 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2020 წელს დაშორდა. წყვილს სამი საერთო შვილი, 9 წლის ნოა, 7 წლის ბოდი და 7 წლის ჯერნი ჰყავთ.

მეგან ფოქსი, მაშინ გან კელი, რომანი

ტრანსფორმერების ვარსკვლავმა მომავალი მეორე ნახევარი 2020 წლის მარტში, საერთო ფილმის გადაღებებზე გაიცნო. რომანი მალევე დაიწყო. წყვილი საზოგადოებაში აქტიურად ჩნდებოდა კორტნი კარდაშიანტან და ტრევის ბარკერთან ერთად, რომელიც კელის დიდი ხნის მეგობარია. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Megan Fox (@meganfox)

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კორტნის სულ ცოტა ხნის წინ ხელი ყველაზე რომანტიკულად სთხოვეს, არაა გამორიცხული მეგანი კელისგან იგივე ნაბიჯის გადადგმას ელოდებოდეს. მოკლედ, Hollywood-ში ყველაფერი ხდება, ამიტომ დაველოდოთ. 

ზევით