#ცნობილები

ანჯელინა და The Weekend?! - Hollywood ახალ წყვილზე ალაპარაკდა

გაზიარება:

ანჯელინა ჯოლი და მუსიკოსი - The Weekend რომანტიკულ ვახშამზე დააფიქსირეს. ოსკაროსანი მსახიობისა და მომღერლის ფოტოები, რომლებიც LA-ში მდებარე ელიტარული რესტორნის დატოვებისას არის გადაღებული, The Sun-მა გაავრცელა.

angelina jolie, the weekend

46 წლის მსახიობმა, რომელიც ექს მეუღლესთან შვილების მეურვეობის თაობაზე სასამართლო დავას განაგრძობს, The Weekend-თან ერთად რესტორანში რამდენიმე საათი გაატარა. წყვილმა Giorgio Baldi-ის რესტორანი ცალ-ცალკე დატოვა, თუმცა პაპარაცებს ორი ვარსკვლავის ერთ სივრცეში მოხვედრა მხედველობიდან არ გამორჩენიათ.

angelina jolie, ანჯელინა ჯოლი, ვიქენდი

ჯოლის შავი ატლასის კაბა, კრემისფერი მოსასხამი და ამავე ფერის ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. The Weekend კი უფრო ყოველდღიური სამოსით გახლდათ წარმოდგენილი. მუსიკოსი შავ მაისურში, ჯინსის ქურთუკსა და შარვალში იყო გამოწყობილი.

ვიქენდი, ბელა ჰადიდი

ჯერ-ჯერობით ახალ ურთიერთობაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა 31 წლის მომღერალს, რომელიც ჯოლის პოტენციური მეორე ნახევარია, ცნობილ ქალბატონებთან რომანების დიდი გამოცდილება აქვს. აბელ ტესფაიე უახლოეს წარსულში ბელა ჰადიდს ხვდებოდა, მოდელთან დაშორების შემდეგ კი მცირეხნიანი რომანი სელენა გომესთანაც გააბა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

რაც შეეხება ჯოლის, მსახიობი ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა. ენჯი 1996 წელს ჯონი ლი მილერს გაჰყვა ცოლად, 2000 წელს ბილი ბობ ტორნტონზე იქორწინა, ხოლო მისი და ბრედის ცოლ-ქმრობამ მხოლოდ 2014 წლიდან 2019 წლამდე გასტანა. წყვილი დღემდე შვილების მეურვეობის მოსაპოვებლად იბრძვის.

ზევით