#ლიტერატურა

უკრაინელი მწერალი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

გაზიარება:

უკრაინელი მწერალი, პოეტი და მუსიკოსი სერჰი ჟადანი, რომელიც დღეს ხარკოვში საკუთარი თანამემამულეების გვერდით უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის, წარდგენილია ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.

უკრაინელი მწერლის კანდიდატურა ნობელის პრემიაზე შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტებს პოლონეთის აკადემიის ლიტერატურის მეცნიერებათა კომიტეტმა შესთავაზა:

სერჰი ჟადანი უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი პოეტია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რამდენიმე ენაზე. ჩვენი აზრით, ნობელის მწერალი ასეთი უნდა იყოს. მის, როგორც პოეტის ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის

შეგახსენებთ რომ, ნობელის პრემია ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდოა, რომლითაც აჯილდოებენ ადამიანებს კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში.

ზევით