#მოდა #კულტურა #ცნობილები

„სტილი ერთადერთი რამაა, რასაც ვერ იყიდი, ის ჩვენი სულის ანარეკლია“ - ალბერ ელბაზი

გაზიარება:

გასულ უქმეებზე მოდის სამყარო, კიდევ ერთ ლეგენდარულ დიზაინერ ალბერ ელბაზს გამოემშვიდობა, რომელიც კორონავირუსმა 59 წლის ასაკში იმსხვერპლა. ალბერი მზის ერთ-ერთი სხივი იყო მოდის ინდუსტრიაში, საოცრად გულწრფელი, კრეატიული და შეუპოვარი დიზაინერი, რომელსაც, პირველ ყოვლისა, ესმოდა ქალების და სამოსს მათ გასაბედნიერებლად ქმნიდა.

ალბერ ელბაზი მაროკოში დაიბადა. 10 წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ელბაზმა შენკარის ინჟინერიისა და დიზაინის კოლეჯი დაამთავრა. კარიერა ალბერ ელბაზმა ნიუ-იორკში დაიწყო.

სწორედ ნიუ-იორკში დაიწყო ალბერის კარიერული წინსვლა, ელბაზი YVES SAINT LAURENT-ის, შემდეგ კი LANVIN-ის მოდის სახლთან თანამშრომლობდა, თუმცა 2015 წელს უთანხმოების გამო პოსტის დატოვების შემდეგ, ალბერმა ახალი ბრენდი AZ Factory დააფუძნა.

 

„მოდა ხილს ჰგავს, შენ ვერ შეჭამ მას ერთი დღით ადრე ან ერთი დღით გვიან, ეს დღესვე უნდა გააკეთო“

„სტილი ერთადერთი რამაა, რასაც ვერ იყიდი, ის ჩვენი სულის ანარეკლია, უფრო სწორად რომ ვთქვათ ჩვენი ემოცია“

„სამყაროს ცოტას ვერ მივცემ, საქმის ასე კეთება არ შემიძლია, ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ნახევრად ორსული იყო“

 

„მივიჩნევ, რომ როდესაც კაბის დიდ ნაწილს ხედავ, ის კარგი კაბა სულაც არაა. ხოლო, როდესაც დიზაინერის სამყაროს ხედავ, ეს იმის მანიშნებელია, რომ მას ის არ სჭირდება და საჯაროობით ახალი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს“

„მე, რელევანტურობას ვამჯობინებ თავდაჭერილას ყოფნას, რადგან დღეს თუ თავდაჭერილი ხარ, ხვალ გულგრილი იქნები, ამიტომ ყოველთვის ჯობია იყო რელევანტური“

„წარმატება სუნამოს ჰგავს, ჩვენ მის სურნელს აუცილებლად ვიგრძნობთ, მაგრამ ვერ დავლევთ“

„მოდა ამბობს: ეს სწორია, ეს კი არასწორი! მე კი მიმაჩნია, რომ არასწორი არ არსებობს. მე ვიღებ ტაბუდადებულ თემებს და მათგან ახალს და მისაღებს ვქმნი, ჩვენ არ გვსურს ქალების გარდაქმნა, ჩვენ მათ ჩასახუტებლად ვართ აქ“

„გზად, აუცილებლად 5 მიმართულებით უნადა იყურო: წინ, რათა ისიც დაინახო, რაც მის შემდეგ ხდება, უკან - რადგან გახსოვდეს საიდან მოდიხარ, გვერდებზე - რათა დაინახო ადამიანები, რომლებიც მოგყვებიან, ქვემოთ - შეამჩნიო რაიმეს ხომ არ აბიჯებ და მაღლა - რათა გახსოვდეს, რომ ვიღაც ყოველთვის გვიცავს“.

ზევით