სპორტის ლეგენდა სახელად ნინო სალუქვაძე

52 წლის მიზანში მსროლელი და საქართველოს დელეგაციის მედროშე - ნინო სალუქვაძე, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე მოხვედრის შემდეგ ისტორიას წერს, ნინოზე კი მსოფლიოს წამყვანი გამოცემები წერენ. ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქალი ათლეტი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, რომელმაც 9 თამაშებში მიიღო მონაწილეობა. 

ნინო სალუქვაძე 19 წლის გახლდათ, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის რეალობაში, 1988 წელს, სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონად მოგვევლინა და 25 და 10 მეტრიანი ნიშნულიდან სროლის შედეგად ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა მას  შემდეგ ნინოს ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს ტურნირებზე ასპარეზობა არ შეუწყვეტია. 

მიმაჩნია, რომ ეს შედეგი მძიმე შრომისა და იმ წვალების შედეგია, რასაც თითქმის მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებდი.

ნინო სალუქვაძემ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა 15 წლის ასაკში დაიწყო, ადრეულ 80-იან წლებში, როდესაც საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად არ ყვაოდა, ნინოს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა მისი მეგობრების მსგავსად კარიერა ევროპის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში გაეგრძელებინა, თუმცა მან დარჩენა ამჯობინა.

მამაჩემმა მითხრა, რომ მისი გული და სული საქართველოს ეკუთვნოდა და ბედნიერი იქნებოდა თუკი მეც დავრჩებოდი.

ჩვენი ქვეყნის სიტუაცია 80-იანი წლების შემდეგ უფრო და უფრო მძიმდებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლას, ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რამაც გაუთავებელ ომებს და ძალიან, ძალიან ბნელ წლებს დაუდო სათავე. ამ რთულ პერიოდში ნინოს დახმარების ხელი მისმა უცხოელმა მეგობრებმა გამოუწოდეს: "მეგობრები გერმანიიდან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბულგარეთიდან მეხმარებოდნენ მათ ქვეყნებში მევარჯიშა და მსოფლიოს მასშტაბით, ტურნირებში მიმეღო მონაწილეობა".

არ მესმის რატომ იწყება ომი, მას ხომ გამარჯვებული არ ჰყავს. ვფიქრობ, ოლიმპიადებმა ძალა მომცა ცვლილებებისთვის მებრძოლა, ყოველი ტურნირის შემდეგ მე უფრო დიდი ადამიანი ვხდებოდი. 

ზევით