#საზოგადოება

ქალები, რომლებიც მსოფლიოს მართავენ #WomenPower

გაზიარება:

მსოფლიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასა და მილიონობით აუდიტორიებს უკვე ათწლეულებია, ქალები, ერთნაირი წარმატებით მართავენ. მათი გადადგმული გაბედული ნაბიჯები, დაუჯერებელი ისტორიები და მიღწევები კი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის ბედს წყვეტს და იმავდროულად შთააგონებს.

ჩვენთან ერთად გაიცანით ქალები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სადავეები უპყრიათ ხელს და გაიგეთ მეტი კამალა ჰარისიის, ანგელა მერკელის, ჰილარი კლინტონისა და ტერეზა მეის პირადი ისტორიების შესახებ.

კამალა ჰარისი

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ფერადკანიანი ვიცე-პრეზიდენტი - კამალა დევი ჰარისი 1964 წლის 20 ოქტომბერს, ოკლენდში იმიგრანტების ოჯახში დაიბადა. კამილას მამა დონალდ ჰარისი ფერადკანიანი იამაიკელი იყო, დედა შამალა გოპალანი კი ინდოელი მკვლევარი. კამალამ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა, მოგვიანებით კი კალიფორნიის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხიც მიიღო. 

კარიერის ადრეულ წლებში ჰარისი ძირითადად მუშაობდა ოუკლენდში პროკურორის მოადგილედ, მას მნიშვნელოვანი რეპუტაცია და აღიარება მოუტანა ისეთ საქმეებზე მუშაობამ, როგორიც იყო ჯგუფური ძალადობის, ნარკოტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობის საქმეები. ამ ყველაფრის შემდეგ ჰარისი 2010 წელს კი კალიფორნიის გენერალური პროკურორი ხდება, 2017 წელს კი მუშაობას დაზვერვისა და იურიდიულ კომიტეტში იწყებს. 

მალევე გახდა ცნობილი, რომ ჰარისს სურდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატთა ნომინაციაში მიეღო მონაწილეობა.

ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა დოროთეა მერკელი 1954 წლის 17 ივლისს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, პასტორის ოჯახში დაიბადა. ანგელამ, რომელიც ღრმად მორწმუნე გახლდათ, საზოგადოებრივი მოღვაწეობა ნორჩი პიონერობით დაიწყო და საბოლოოდ, კანცლერობით დააგვირგვინა. 

ანგელა მერკელი არა მხოლოდ გერმანიის პირველი ქალი კანცლერია, არამედ ის არის დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მმართველი პოლიტიკოსი - მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2005 წლის შემდეგ იკავებს. ანგელა, გერმანიის მესაჭეს 4-ჯერ აირჩიეს, თუმცა მერკელი 2021 წლის არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს.

ჰილარი კლინტონი

ჰილარი დაიან როდემ კლინტონმა უკვე მოასწრო ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, სახელმწიფო მდივანი და ქვეყნის ორგზის პრეზიდენტობის კანდიდატი. ჰილარი, ჯერ კიდევ პირველი ლედის სტატუსით ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისის კლინტონი ყოველთვის აქტიურად იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის და ერთ დღესაც ეს ბრძოლა ახალ საფეხურზე გადაიყვანა:

მგონი დადგა დრო, რომ ქალთა უფლებების დაცვაზე აღარ ვისაუბროთ განყენებულად და ადამიანების უფლებებზე ვკონცენტრირდეთ

ტერეზა მეი

ტერეზა მერი მეი 1965 წლის 1-ელ ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში ისტბორნში დაიბადა, ოქსფორდის უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მეიმ 1977 წელს ინგლისის ბანკში დაიწყო მუშაობა.

საკმაოდ პრესტიჟული თანამდებობის მიუხედავად, ტერეზას მიზნები ბევრად მეტი აღმოჩნდა ვიდრე ინგლისის ბანკში მუშაობა, მან პოლიტიკისკენ დაიწყო სწრაფვა და ნელ-ნელი, თუმცა თავდაჯერებული ნაბიჯებით დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, მარგარეტ ტეთჩერის შემდეგ მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა (2016-2019 წ). 

ტერეზა მეი წარმატებული ქალისა და შესანიშნავი მეუღლის ნათელი მაგალითია, მისი და ფილიპ ჯონ მეის ქორწინება 41 წელს ითვლის.

ზევით