#სამეფო ოჯახი

დედოფალი ელისაბედ II 73 წლიან სიყვარულს დაემშვიდობა - პრინცი ფილიპის დაკრძალვის დეტალები

გაზიარება:

დიდი ბრიტანეთის ოჯახი დედოფალი ელისაბედ II-ის მეუღლეს და 73 წლიან თანამგზავრს დაემშვიდობა. ედინბურგის ჰერცოგის - პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონია უინძორების სასახლის ეზოში გაიმართა. პრინცმა საკუთარი დაკრძალვის ცერემონიის გეგმა სიცოცხლეშივე გაწერა, რომლის მიხედვითაც ჰერცოგი მიწას ოჯახის წევრების გარემოცვაში მიაბარეს.

პრინცი ფილიპის გასვენება

ცერემონიას სამეფო ოჯახის 30-მდე წევრი დაესწრო. COVID 19-ის პანდემიის გამო, წმინდა გიორგის სამლოცველოში სამეფო ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთისგან დისტანცირებულად იჯდა. განსაკუთრებით სულის შემძვრელია დედოფალი ელისაბედ II-ს ფოტო, სადაც დედოფალი საყვარელ ადამიანს მარტო ემშვიდობება.

დედოფალი ელისაბედ II, პრინცი ფილიპის გასვენება

ცერემონიას პრინცი ფილიპის შვილები და შვილიშვილებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი, რომელმაც დედოფლისთვის გვერდში დგომის გამოსახატად, გულს დედოფლის ნაქონი ყელსაბამი უმშვენებდა.

ქეით მიდლტონი, სამეფო ოჯახი, პრინცი ფილიპის დაკრძალვა

სამგლოვიარო პროცესიის ნაწილი იყო პრინცი ჰარიც, რომელიც დიდ ბრიტანეთში ბაბუის გარდაცვალების გამო დაბრუნდა, თუმცა მისი მეუღლე - მეგან მარკლი ცერემონიალს თვალს სახლიდან ადევნებდა. მეგანს ორსულობის გამო ექიმებმა ფრენის უფლება არ მისცეს, ამიტომ სასექსის ჰერცოგინიას ამერიკაში დარჩენა მოუწია.

პრინცი ჰარი, პრინცი უილიამი, პრინცი ფილიპის დაკრძალვა

პრინცი ფილიპის სასახლე სამრეკლოდან ამ დღისთვის სპეციალურად შექმნილი ლენდ როვერით გამოასვენეს. ედინბურგის ჰერცოგმა საკუთარი გასვენებისთვის მუსიკაც სიცოცხლეშივე შეარჩია. პროცესიას აკომპანირებას 4 კაციანი გუნდი აფორმებდა.

პრინცი ფილიპის გასვენება, უინძორების სასახლე

პრინცი ფილიპი, მისივე უკანასკნელი სურვილის თანახმად, უინძორების ციხესიმაგრეში, წმინდა გიორგის სამლოცველოს სამარხში დაკრძალეს. ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, კი მას გიორგი VI-ის მემორიალურ სამლოცველოში გადაასვენებენ და ცოლის გვერდით დაკრძალავენ.

ზევით