ლიდა ბუბუტეიშვილი-პაკო - ქართველი ქალი Times Square-ის ეკრანზე

გაზიარება:

ლიდა ბუბუტეიშვილი-პაკო, სავარაუდოდ, პირველი ქართველი ქალია, რომელიც Times Square-ის უდიდეს ეკრანზე გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სალომე არაბული ავრცელებს და ლიდას შესახებ მეტ ინფორმაციას გვამცნობს. ლიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის პრეზიდენტია, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევითაა დაკავებული. სწორედ, ამ ორგანიზაციის წარმატებული კვლევის წყალობით აღმოჩნდა ლიდა Times Square-ზე. 

ლიდა ბუბუტეიშვილის სტატიები და კვლევები უკვე წლებია, იბეჭდება მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო ჟურნალებში, ის ასევე წარმატებით თანამშრომლობს როგორც აშშ-ის ს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე მსოფლიოს საუკეთესო ექიმებთან და პროფესორებთან... 

"ეს ის ქართველი ქალია, რომელიც ვფიქრობ რომ უნდა გაიცნოს ქართულმა საზოგადოებამ… ლიდა ბუბუტეიშვილი-პაკო, სავარაუდოდ, პირველი ქართველია, რომელიც Times Square-ის უდიდეს ეკრანზე გამოჩნდა და ამის მიზეზი ძალზედ საამაყოა. ლიდა ვიცე პრეზიდენტის პოსტს იკავებს ორგანიზაციაში, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევებითაა დაკავებული და მათი კვლევების უკანასკნელი, წარმატებული შედეგების უკან ალბათ ხვდებით ვინც დგას" - წერს სალომე არაბული სოციალურ ქსელში.

ზევით