Georgia VS Russia, საქართველო იმარჯვებს!

ავტორი: ნანკა კიკალია

 

სტრასბურგის სასამართლოში უკვე 12 წელია საქართველო-რუსეთს შორს დავა მიმდინარეობს. რას ედავება ეს პატარა საქართველო დიდ, „მოძმე" რუსეთს? სარჩელი 2008 წლის ომს ეხება, კერძოდ კი, რუსეთის მხრიდან ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების წამება, არადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა.

საქართველოს დროშა

და აი, დადგა დღე, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აგვისტოს 2008 წლის ომზე საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება 17 მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ზიანის ანაზღაურებას, ეს ცალკე პროცედურით გადაწყდება. ვიმედოვნებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები აქაც სამართლიანობას გამოიჩენენ და რუსეთს, მინიმუმ საქართველოს საგარეო ვალის ტოლფას თანხას დააკისრებენ. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოს საგარეო ვალი $19.7 მილიარდ დოლარს, ანუ 64.7 მილიარდ ლარს შეადგენს. თანხა სოლიდურია, თუმცა რუსეთის ბიუჯეტს ძალიან არ დაარტყამს.

გუშინ ამერიკის გამარჯვებას ვზეიმობიდთ, დღეს კი, საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! 21 იანვარი დიდი ისტორიის მქონე საქართველოს „ერთმორწმუნე" რუსეთზე გამარჯვების დღეა!

ზევით