#ცნობილები #მუსიკა #საზოგადოება

გაუპატიურება, ორსულობა და ფსიქოლოგიური პრობლეები - ლედი გაგა წარსულის შესახებ

გაზიარება:

Apple TV-ს ახალი პროექტი The Me You Can’t See სულ რამდენიმე საათის წინ გამოვიდა და მენტალური ჯანმრთელობის, მის გარშემო არსებული სტიგმისა და პრობლემების შესახებ ამ დოკუმენტური სერიებიდან იმაზე მეტი შევიტყვეთ ვიდრე წარმოგვედგინა. პროექტის ერთ-ერთი სტუმარი ცნობილი ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა გახლდათ, რომელმაც თინეიჯერობის წლებში გადატანილი ტრავმული დეტალები გაიხსენა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თინეიჯერი სტეფანი მუსიკალურ კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, 19 წლის გოგონას ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერმა ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი გაგას დაემუქრა, რომ მის ყველა ჩანაწერს დაწვავდა და კარიერას სამუდამოდ გაუნადგურებდა "მე უბრალოდ გავშეშდი, კარგად არც მახსოვს რა მოხდა ამის შემდეგ". ახალგაზრდა გოგოზე ძალადობა თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, ერთ დღესაც კი მოძალადემ ორსული სტეფანი მშობლების სახლთან, ქუჩაში მიატოვა.

ძალიან ბევრი გამოკვლევა ჩავიტარე, თუმცა ექიმებმა ვერაფერი იპოვეს, მაშინ მივხვდი, რომ სხეულს ტკივილი არასდროს ავიწყდება

დოკუმენტურ სერიაში საუბრისას ლედი გაგამ განაცხადა, რომ თინეიჯერობისას განცდილ ტკივილთან ერთად დარჩენილი ცხოვრება გაატარა, ისე, რომ ვერც კი აანალიზებდა, რა ხდებოდა მის თავს. წარსულ ტრავმასთან ერთად გაგამ მანამდე იცხოვრა, სანამ ერთ დღესაც მისი ჰოსპიტალიზება არ გახდა საჭირო.

მაშინ ვიგრძენი, რომ ეს სწორედ ის ტკივილი იყო, რაც მაშინ ვიგრძენი, როდესაც იმ ადამიანმა, რომელმაც გამაუპატიურა მშობლების სახლთან მიმატოვა

მომღერალი პატივს სცემს Me Too მოძრაობას და მის მონაწილე ქალებს, თუმცა ამბობს, რომ თავად, მოძალადის სახელის გამხელა არ სურს: "არ მინდა, რომ ოდესმე იმ ადამიანის სახეს კიდევ ერთხელ გადავეყარო ცხოვრებაში".

35 წლის მომღერალი ფიბრომიალგიით, რომელიც სხეულის ქრონიკული ტკივილით ვლინდება, წლების განმავლობაში იტანჯებოდა და ამ დაავადების გამო, არა ერთი კონცერტის ჩაშლაც მოუწია. გაუპატიურებამ და არასასურველმა ორსულობამ ლედი გაგას მენტალურ ჯანმრთელობას დაღი დაასვა, რომლის მოშორებასაც მომღერალი ბოლო რამდენიმე წელია თერაპიით ცდილობს.

ზევით