ცხოვრება მიშელ ობამას სიტყვებით

გაზიარება:

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი, ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი, ძლევამოსილი და მიზანდასახული ქალი 21-ე საუკუნეში - მიშელ ობამა დღეს იუბილარია. მიშელს 58 წელი შეუსრულდა და მისი პირადი ისტორია, წარმატებისკენ თავდაჯერებული სვლა და თავდაუზოგავი შრომა დღემდე ისევე ისე აღგვაფრთოვანებს და გვმუხტავს, როგორც ამას უწინ აკეთებდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის ამპლუაში მიშელ ობამამ მოახერხა და მილიონობით ადამიანის აღიარება და სიყვარული დაიმსახურა, მართალია, დღეს მას მხოლოდ „ყოფილი პირველ ლედის“ სტატუსით მოვიხსენიებთ, თუმცა მიშელი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ეს იარლიყი, ის არის ქალი, რომელიც გვაძლევს სტიმულს განვითარებისთვის, ამ რთულ გზაზე კი მისი ინსპირაციული გამონათქვამები ის ნათელი წერტილია, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება ხოლმე.

1. „როდესაც ვინმე თქვენ მიმართ სასტიკია, არ დაეშვათ მის დონეზე. არა, ჩვენი დევიზია: როდესაც ისინი ეცემიან, ჩვენ მათზე ვმაღლდებით“.

2. „განსხვავება შეუმდგარ საზოგადოებასა და აყვავებულ საზოგადოებას შორის იმ ქალების არსებობით განისაზღვრება, რომლებსაც აფასებენ“.

3. „თქვენ გაქვთ ძალა, ყოველდღიურად აირჩიოთ უკეთესი ისტორია - გახსნათ გული და გონება და ილაპარაკოთ იმის შესახებ რისიც გწამთ“.

4. „არასოდეს მიიღოთ გადაწყვეტილებები შიშის საფუძველზე. მიიღეთ გადაწყვეტილებები იმედისა და შესაძლებლობების გამო. მიიღეთ გადაწყვეტილებები იმის მიხედვით, თუ რა უნდა მოხდეს და არა იმაზე, რაც არ უნდა მოხდეს“.

5. „მე ვარ ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა შესაძლებლობები აქვს გოგოს, რომელიც მის გარშემო  მყოფებს უყვართ და აფასებენ“.

6. „წარმატება მხოლოდ მაშინ ხდება მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ჩვენთვის, როდესაც ის ჩვენივე მოპოვებულია“.

7. „ჩემი მომავალი რომ მხოლოდ სტანდარტიზებული ტესტის შედეგზე ყოფილიყო დამოკიდებული, აქ ვერ ვიქნებოდი, მერწმუნეთ“.

8. „იპოვეთ ადამიანები, რომლებიც უკეთეს პიროვნებად გაქცევენ“.

9. „მინდა ჩვენმა ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ ისინი მნიშვნელოვანი არიან ჩვენთვის, ასე რომ არ შეგეშინდეთ, იყავით კონცენტრირებული, მიზანმიმართული, იმედიანი, ძლევამოსილი. გააძლიერეთ საკუთარი თავები კარგი განათლების მიღებით, შემდეგ კი გამოდით და გამოიყენეთ ეს ცოდნა თქვენი ქვეყნის ასაშენებლად. ყოველთვის იხელმძღვანელეთ იმედით და არა შიშით“.

10. „არ შეიძლება თქვენი თავისუფლება საჩუქრად მიიღოთ. ისევე, როგორც თქვენამდე მოსულმა თაობებმა, თქვენც უნდა შეასრულოთ თქვენი წვლილი ამ თავისუფლებების შესანარჩუნებლად და დასაცავად“.

11. „ჯერ კიდევ ბევრი საბაბი არსებობს, რომლისთვისაც ღირს მსხვერპლის გაღება, ძალიან დიდი ისტორია, ჯერაც არ გახლავთ დაწერილი“.

12. „ერთ-ერთი გაკვეთილი, რომლითაც გავიზარდე, იყო: ყოველთვის დარჩი საკუთარი თავის ერთგული და არასოდეს მისცე სხვის ნათქვამს უფლება შენი მიზნები შეგაცვლევინოს“.

13. „ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული დღემდე დედობაა. ჩემი ქალიშვილები ჩემი გულის ნაწილი და ჩემი სამყაროს ცენტრი არიან.

14. „ძლიერ მამაკაცებს, ისინი რომლებიც ნამდვილად მისაბაძ ადამიანებად ითვლებიან, არ სჭირდებათ ქალების დამცირება იმისათვის, რომ თავი ძლიერებად იგრძნონ“.

15. „როდესაც ბევრს იშრომებ, ყველაფერს იდეალურად გააკეთებ და შესაძლებლობების კარიბჭესაც გაივლი, შენ უკან კარს არასდროს მისცემ დაკეტვის უფლებას, რადგან შენ აძლევ სხვა ადამიანებს შანსს იმისა, რომ გაიარონ გზა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარა“.

ზევით