#ჯანმრთელობა #ცნობილები

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ქრონიკულ დაავადებებზე ხმამაღლა ისაუბრეს

გაზიარება:

1948 წლის 7 აპრილს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაარსებიდან, ეს დღე, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 7 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს რომელიმე ერთი დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს.

2021 წელს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე იმართება დევიზით: „ავაშენოთ უფრო სამართლიანი და უფრო ჯანმრთელი მსოფლიო“, რაც მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც მენტალური ჯანმრთელობისა და ქრონიკული დაავადებების შესახებ ცნობიერება ამაღლდება, ცუდად ყოფნა სირცხვილად აღარ ჩაითვლება და ყველას შეგვეძლება დახმარების თხოვნა მაშინ, როდესაც ის ყველაზე მეტად გვჭირდება.

ლედი გაგა - ფიბრომიალგია

ფიბრომიალგია დაავადებაა, რომელსაც მთელი სხეულის კუნთების ტკივილი ახასიათებს. ტკივილს თან ახლავს სისუსტე, ძილის, მეხსიერებისა და გუნება-განწყობის გაუარესება. ლედი გაგამ, დაავადების შესახებ, 2017 წელს Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა, მომღერალს ბრაზილიაში იმდენად ძლიერი ტკივილები დაეწყო, რომ მისი კონცერტის ჩაშლა და სასწრაფო ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

ჯიჯი ჰადიდი - ჰაშიმოტოს თიროიდიტი

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი არის დაავადება, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა ესხმის თავს საკუთარ ფარისებრ ჯირკვალს და ანადგურებს მის უჯრედებს. დაავადება ავტოიმუნურია და მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით არ არის დადგენილი. ჯიჯი ჰადიდს დაავადების, მისი საშინელი გამოვლინებებისა და მის მიერ შექმნილი პრობლემების შესახებ არა ერთხელ უსაუბრია ხმამაღლა.

ბელა ჰადიდი - ლაიმის დაავადება

ლაიმის დაავადება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ყველაზე გავრცელებული მწერით გადატანილი დაავადებაა, თუ კი მისი დროული დიაგნოსტირება ვერ მოხედრხდა, დაავადება იწვევს სახსრების ტკივილს, ნერვული სისტემისა გულის პრობლემებსაც კი. დაავადება როგორც ბელას, ასევე მის დედას იოლანდას აქვს, ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას ჰადიდმა გაამხილა, რომ ერთხელ იმდენად ცუდად იყო, რომ ლოგინიდან 6 დღის განმავლობაში ვერ დგებოდა.

ჰოულზი - ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ იზრდება, რაც სხვადასხვა სიმპტომსა და ხშირად ძლიერ ტკივილებს იწვევს. უამრავი ქალი წლების განმავლობაში ცხოვრობს ამ სიმპტომებთან ერთად, სანამ სამედიცინო დიაგნოზს დაუსვამენ.

როდესაც დიაგნოზი დამიდგინეს მწარე სიხარულს განვიცდიდი, ერთი მხრივ ვიცოდი, რომ გიჟი არ ვიყავი და ყველანაირი უფლება მქონდა თავი ცუდად მეგრძნო, მეორე მხრივ კი რთული რეალობის წინაშე აღმოვჩნდი

სელენა გომესი - ლუპუსი

2015 წელს სელენა გომესმა განაცხადა, რომ მას ლუპუსის დიაგნოზი დაუსვეს, ეს გახლავთ დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ხდება ზედმეტად აქტიური და თავს ესხმის საკუთარ, ჯანმრთელ უჯრედებს. ლუპუსის ყველაზე გავრცელებული, მძიმე და ყველაზე ცნობილი ფორმა არის სისტემური ლუპუსის ერითემატოზი.

კიმ კარდაშიანი - ფსორიაზი

იმედი მაქვს, რომ ამ დაავადების წამალი მალე გამოჩნდება, მანამ კი მასთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობ

ქრონიკული დაავადების მიმართ ცნობიერება უმალვე გაიზარდა, როდესაც პაპარაცების ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ქალმა, კიმ კარდაშიანმა განაცხადა, რომ მას ფსორიაზი სჭირდა. ფსორიაზი კანის გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც კანის საფარი ზიანდება.

ზევით