MARKETINGHUB-ისა და THEDIARY-ს წვეულება

8 ივნისს, Museum Hotel-ში მარკეტინგული სააგენტოს Marekting Hub ოფიციალური პრეზენტაცია და მედია პლატფორმა The Diary-ს წვეულება გაიმართა.  საღამომ საინტერესო პრეზენტაციების, ცოცხალი მუსიკის, ბევრი სიურპრიზისა და საუკეთესო სტუმრების ფონზე ჩაიარა.

ninuca maisuradze, mako zakareishvili, ninisha silagadze, nanka kikalia

The Diary-ს დამფუძნებელთა ოთხეული საზაფხულო წვეულებისთვის გაერთიანდა და ამჯერად შეკრებილ საზოგადოებას მარკეტინგული კომპანია Marketing Hub გააცნო, რომლის შვილობილი კომპანიაც www.thediary.ge გახლავთ.

Marketing Hub-ის შემადგენელი ნაწილია ვებ პლატფორმა TheDiary-იც, ამიტომ ხშირად ჩვენი თანამშრომლობა ბრენდებთან კომპლექსური და მეტად საინტერესოა, - ნანკა კიკალია.

მარკეტინგ ჰაბის პარტნიორებს შორის სრულიად განსხვავებული მიმართულების კომპანიები, მცირე და დიდი ბიზნესები ხვდება. ცოტა ხნის წინ კი, პლატფორმის პარტნიორების სიას საერთაშორისო გამოცემა - Rugby World დაემატა, რომელიც უკვე საქართველოშიც გამოიცემა. 

დათო კაჭარავა, ქეთი ხატიაშვილი

The Diary წვეულება

რაც შეეხება The Diary-ს, კულტურა და სპორტი ის ორი მიმართულებაა, რომლებსაც ჩვენი პლატფორმა აქტიურად აშუქებს. ვებგვერდი უკვე გახდა ისეთი ცნობილი ღონისძიებების პარტნიორი, როგორებიცაა: Mercedes Benz Fashion Week TbilisiTbilisi Open Air და სხვა.

rugby world georgia, რაგბი

ჩვენს საზაფხულო წვეულებაზე, სწორედ საერთაშორისო ბრიტანული გამოცემა Rugby World გაიცნო საზოგადოებამ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საღამოზე მოწვეულ სტუმრებს შორის, რაგბის ქალთა ეროვნული ნაკრების მორაგბეებიც იყვნენ.

ქალთა რაგბი

Pre-Summer Party-ს ოფიციალური ნაწილის შემდეგ, Museum Hotel-ში შეკრებილი საზოგადოების განწყობაზე, წვეულების ოფიციალურმა სპონსორმა, Aperol Spritz Georgia-მ უგემრიელესი კოქტეილებით იზრუნა, რომლებიც მთელი საღამოს მანძილზე საუკეთესო განწყობისა და სასიამოვნო დიალოგების მთავარი მეგზური გახლდათ.

aperol spritz

muzeum hotel tbilisi

nanka kikalia, ninisha silagadze, baiko

ჩვენი წინა-საზაფხულო წვეულების კიდევ ერთმა სპონსორმა ICI PARIS • ისი-პარი-მ კი ჩვენს ძვირფასს სტუმრებს სიურპრიზი მოუმზადა და თავბრუდამხვევი სუნამოები საჩუქრად გადასცა. არომატები Carolina Herrera Very Good Girl Glam და Bad Boy Cobalt განკუთვნილი იყო როგორც ქალი, აგრეთვე მამაკაცი სტუმრებისთვის.

ici paris

The Diary წვეულება

საღამოს კიდევ უფრო არაოფიციალურ ნაწილზე რომ გადავინაცვლოთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ Pre-Summer Party-ს მუსიკალური ნაწილი, რომელიც ქართველმა რეპერმა Young Mic-მა ახალი სიმღერის Champions პრეზენტაციით გახსნა. სიმღერა ქართველმა არტისტმა რაგბის ეროვნულ ნაკრებს მიუძღვნა.

young mic

უნიჭიერესმა დიჯეიმ Anna Sué-მ კი ღამის დარჩენილი ნაწილი საკუთარი გადამდები მუხტით გაგვილამაზა.

anna sue, ანა ჯაფარიძე

The Diary განსაკუთრებულ მადლობას უხდის ჩვენს სტუმრებსა და პარტნიორებს, მათ შორის მეღვინეობა ხარებას და ჟუჟუნა • Jujuna და მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო საღამოს ჰპირდება.

ისი პარი

მანიკა ასათიანი, ნუკი ყარალაშვილი

thediary

rugby world, ლალი ტოტიკაშვილი

ნათია შელეგია, ლალი ტოტიკაშვილი

Museum hotel tbilisi

 

ზევით