BBC პრინცესა დიანას ინტერვიუს გამო, 26 წლის შემდეგ, ბოდიშს იხდის

პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის მოთხოვნით, BBC-ს სამაუწყებლო კომპანიაში, 26 წლის წინ გადაღებული და ჩაწერილი სკანდალური ინტერვიუს შესახებ, რომელიც 1995 წელს ნამდვილ სენსაციად იქცა და რომელმაც საბოლოოდ დაანგრია პრინცესა დიანას ცხოვრება და მისი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან ურთიერთობა, გამოძიება დაიწყო და უკვე მისი დასრულებიც შემდეგ BBC ბოდიშს საჯაროდ იხდის.

ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ BBC-მ პრინცესა დიანა ინტერვიუზე მანიპულაციის გზით დაითანხმა. ჟურნალისტი მარტინ ბაშირი, დიანას ძმას ჩარზ სპენსერს დაუახლოვდა და ნდობის მოპოვების შემდეგ მას ყალბი საბანკო ამონაწერები აჩვენა, იმის დასამტკიცებლად, თითქოს საიდუმლო სამსახური უელსის პრინცესას უთვალთვალებდა და შეხვედრის ჩანიშვნა მასთან სიკვდილ-სიცოცხლის საქმე გახლდათ.

აღუწერელ მწუხარებას იწვევს იმის ცოდნა, რომ BBC-ს ამ ნაბიჯმა ხელი შეუწყო დედაჩემის შიშებს, პარანოიასა და იზოლაციისკენ მიდრეკილებას, რასაც ის ცხოვრების უკანასკნელ წლებში ებრძოდა - პრინცი უილიამი.

რას შეეხებოდა ინტერვიუ?

1995 წელს უკვე 3 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც პრინცესა დიანამ და პრინცმა ჩარლზმა გაშორების გადაწყვეტილება მიიღეს, რომელმაც მხოლოდ 1 წლის შემდეგ მიიღო ოფიციალური სახე. სწორედ ამ დროს პრინცესა დიანა BBC-ს ინტერვიუს დათანხმდა ერთ-ერთ საგამოძიებო რუბრიკაში სახელწოდებით Panorama, სადაც გულწრფელად უნდა ესაუბრა პრინც ჩარლზთან ქორწინების წლებზე.

პრინცესა დიანას ინტერვიუ შოკისმომგვრელი გახლდათ, მან ხმამაღლა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მის ქორწინებაში 3 ადამიანი (კამილა ბოულსი) იმყოფებოდა და სწორედ ამ ხალხმრავლობამ შეუშალა წყვილს ხელი ბედნიერებაში. პრინცესა დიანამ, სამეფო ოჯახისგან განსხვავებულ მოპყრობაზეც ისაუბრა მის მიმართ, რაც მისი და ჩარლზის განქორწინების ამბის გახმაურების შემდეგ კიდევ უფრო გართულდა.

ადამიანების დღის წესრიგი ერთ ღამეში შეიცვალა, მე პრინცი ჩარლზის ყოფილი მეუღლე კი არა, პრობლემა ვიყავი, ვალდებულება მათ თვალში, ასეთი რამ ხომ არასდროს მომხდარა

გამოძიების დასკვნის მიხედვით, მარტინ ბაშირმა უღირსი მეთოდები გამოიყენა პრინცესა დიანას "ასალაპარაკებლად", დიანას ძმა ჩარლზ სპენსერი დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტთან ჩაწერილმა ინტერვიუმ დიანას ცხოვრება გააუარესა და მას საბოლოოდ დაუკარგა გარშემომყოფთა რწმენა. მარტინ ბაშირისთვის კი ინტერვიუ კარიერული აღზევების საბაბი გახდა, ის კარიერის დასრულებამდე მუშაობდა BBC-ში.

ზევით