ანანო ბაკურაძის და სინოფარმის ვაქცინის ისტორია პარიზში - რატომ ვაქცინა?

გაზიარება:

ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძემ სოციალურ ქსელში COVID 19-ის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინის სინოფარმის ორმაგი დოზის გაკეთების შემდეგ, საფრანგეთში მიღებული გამოცდილება მეგობრებსა და გამომწერებსაც გაუზიარა. როგორც ანანოს პოსტიდან ირკვევა, მას პარიზში ფაიზერის 1 დოზის გაკეთებაც სურდა, რადგან ევროპის ქვეყნები ჩინურ ვაქცინებს ამ დრომდე არ აღიარებენ, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

„მე გავიკეთე საქართველოში სინოფარმის ვაქცინის ორივე დოზა. მეორე დოზიდან გასულია უკვე თვე და ორი კვირა. საფრანგეთში ჩემმა მეგობარმა დამარეგისტრირა ფაიზერის კიდევ ერთ დოზა ვაქცინაზე, იმის გამო, რომ საფრანგეთი არ ცნობს ჯერჯერობით სინოფარმს და პირველი აგვისტოდან სადაც არ უნდა შეხვიდე ვაქცინას გთხოვენ. გარდა ამისა სონოფარმზე საკმაოდ დაბალი წარმოდგენის ვიყავი და ვიფიქრე რომ გავაძლიერებ ჩემს დაცვას

აცრის წინ, ნიცაში მაინც გავიკეთე ანტისხეულებზე ანალიზი, აღმომაჩნდა 50 მგ სისხლში 853 ანტისხეული, რაც არის საკმაოდ კარგი რაოდენობა, როგორც აქ ექიმებმა დამიდასტურეს.

დღეს მივედი ვაქცინაციის საველე ცენტრში, რომელიც პარიზის მერიის წინ არის გაშლილი. ექიმს ვაჩვენე ჩემი ანალიზი, ვუთხარი რომ ვარ ვაქცინირებული სინოფარმით და რომ მინდა ფაიზერის ერთი დოზა მეტი დაცულობისთვის. ექიმმა გარკვევით ამიხსნა, რომ არ მჭირდება არანაირი მესამე დოზა, მაქვს საკმარისად ანტისხეულები, იმისთვის რომ თავი დაცულად ვიგრძნო.

ასევე დაამატა რომ საკმაოდ მიკვირს ჯერ კიდევ რომ არ უღიარებია საფრანგეთს ჩინური ვაქცინებიო. არანაირი მიზეზი არ გაქვს ნერვიულობისო“.

მიუხედავად ჩინური ვაქცინების მიმართ ქართველების სკეპტიკური დამოკიდებულებიდან და ანტივაქსერების მასშტაბური სოციალური კამპანიიდან, ანანო ბაკურაძის გამოცდილებიდან მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია თამამად, რომ ვაქცინა გვიცავს, ზოგი შეიძლება მეტად, თუმცა დამცავი მექანიზმის გარეშე ყოფნას, COVID 19-ის წინააღმდეგ შეუიარაღებლად ბრძოლას ნაკლები დაცვის გარანტიაც ჯობია, თქვენ რას ფიქრობთ?

ზევით