#კულტურა #საზოგადოება

9 აპრილი - ტრაგიკული განზომილება და ერის ისტორიული მონაპოვარი

გაზიარება:

სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება რომ ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარია, ეს ხშირად გვავიწყდება და მაშინ ვიწყებთ ყველაფრის ცხადად მოგონებას, როდესაც გაზაფხულის ერთი მშვიდი საღამოს ყველაზე ტრაგიკული შემობრუნება გვახსენდება. 33 წელი შესრულდა სისხლიანი 9 აპრილის ღამის შემდეგ, რომელმაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის, ჩვენი თანამედროვეობის გმირების სიცოცხლე შეიწირა, საქართველოს ისტორიაში კი ჩაიწერა, როგორც ტრაგედიის, დარდის, ერთსულოვნებისა და გლოვის დღე, რომელმაც შემდგომში მეორე დიდი ისტორიული კონტექტი შეიძინა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაუკავშირდა.

9 აპრილი ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დღეა, ერის ცოცხალი მეხსიერების ნაწილი, ტრაგიკული განზომილება და ერის ისტორიული მონაპოვარი

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ერთდროულად ტრაგიკული და ჰეროიკული დღე, მომავალ თაობას ფოტომატიანედ შემორჩა, გაყინულ კადრებად, რომელიც ყოველთვის რეალისტურად უსვამს ხაზს 32 წლის წინანდელ სულისკვეთებასა და შემართებას და რომელიც ყოველთვის ასე ცხადად აღგვაფრთოვანებს.

9 აპრილი

ზევით