#კინო

წითელი შუქი, მწვანე შუქი: „კალმარის თამაშები“ მე-2 სეზონით დაგვიბრუნდება

გაზიარება:

სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელიც კი იყო - 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამხრეთ კორეული ტელესერიალი, რომელმაც Netflix-ის რეკორდები ერთმანეთის მიყოლებით მოხსნა, მე-2 სეზონით გაგრძელდება. საკაბელო არხმა სიახლე ოფიციალურად გაავრცელა და „კალმარის თამაშების“ (Squid Game) პირველი თიზერიც წარმოადგინა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Netflix US (@netflix)

გასული წლის სექტემბერში, სერიალის პრემიერიდან სულ რამდენიმე დღეში „კალმარის თამაშები“ გახდა პირველი სამხრეთ კორეული პროდუქტი, რომელმაც Netflix-ის ყველაზე ნახვად სერიალებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. დისტოპიურმა დრამამ, რომელშიც უფროსები, საბავშვო თამაშებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად თამაშობენ, მილიონობით თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. „კალმარის თამაშები“ გახდა სერიალი, რომელმაც გასულ წელს ჰელოუინის დღესასწაულზე, ყველა მწვანე სპორტულ ორეულში შემოსა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Netflix US (@netflix)

12 წელი დასჭირდა Squid Game-ის პირველი სეზონის გამოსვლას, სულ რაღაც 12 დღეში კი შოუ ყველაზე პოპულარულ ტელესერიალად იქცა - ჰვანგ დონგ-ჰიუკი

უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, „კალმარის თამაშებში“ 456 ადამიანი საკუთარი ნებით იღებს მონაწილეობას სასიკვდილო თამაშებში, რომლის საპრიზო ფონდიც 30 მილიარდ ევროს შეადგენს. თამაშის მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით როდი არიან შერჩეული, ამ ადამიანებს სერიოზული  ფინანსური პრობლემები, პრობლემები კანონთან ან სულაც უკურნებელი დაავადებები აერთიანებთ და ცხოვრებაში დასაკარგიც აღარაფერი აქვთ.

სერიალის პირველ სეზონს, რიგით ღმერთმა უწყის მერამდენე თამაშის, გამარჯვებული ჰყავდა. მონაწილე #456, რომელიც გამარჯვების ყველაზე მცირე შანსით, თამაშს უკანასკნელი შეუერთდა, დასასრულს ერთადერთი გადარჩენილია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს როგორ გააგრძელოს ცხოვრება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოიარა. სერიალის რეჟისორის ჰვანგ დონგ-ჰიუკის განცხდებით, სერიალის მე-2 სეზონში ნაცნობ სახეებს ვიხილავთ, მოსალოდნელია, რომ #456 ისტორია გაგრძელდეს და ერთ-ერთ სადგურზე მოულოდნელად კოსტიუმში გამოწყობილს თამაშის კონსულტანტსაც გადავეყაროთ.

ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მე-2 სეზონის პრემიერა, თუმცა თუკი რეჟისორის ადრინდელ კომენტარებს ვენდობით, ის გვიან 2023 წელს ან 2024-ის დასაწყისში უნდა გამოვიდეს.

ზევით