#კინო

The Island: ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა ახალ თრილერში ერთად ითამაშებენ

გაზიარება:

ხოაკინ ფენიქსი და მისი საცოლე რუნი მარა, პაველ პავლიკოვსკის ახალ თრილერში სახელწოდებით The Island გვერდი-გვერდ ითამაშებენ. The Hollywood Reporter-ის ცნობით, The Joker-ის 47 წლის მსახიობი და The Girl with the Dragon Tattoo-ს 37 წლის ვარსკვლავი, რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით გადაღებულ ეკრანიზაციაში, 1930-იანი წლების მდიდარი წყვილის როლს შეასრულებენ, რომლებიც უკაცრიელ კუნძულზე გადასახლდებიან.

საზოგადოებისგან გაქცეული წყვილის ცხოვრებას ხელს პრესისა და მდიდარი გრაფინიას გამოჩენა უშლის, რომელიც კუნძულზე მდიდრული კურორტის აშენებას გეგმავს. როდესაც ბრძოლის ხაზები სწრაფად იკვეთება, ფსიქოლოგიური ომი იწყება გრაფინიასა და ამერიკელ წყვილს შორის, ღალატი და საბოლოოდ მკვლელობა ისადგურებს კუნძულზე.

მედიასაშუალებებმა აღნიშნეს, რომ ფილმი წარმოების ფაზაში მომავალი წლიდან გადავა.

FilmNation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გლენ ბასნერმა აღფრთოვანება გამოხატა ახალი პროექტის, მისი რეჟისორისა და მწერლის, პაველ პავლიკოვსკის მიმართ: „პავლიკოვსკი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორია. Garden of Eden-ის ეჭვიანობის, ღალატისა და მკვლელობის ამბავი პაველისგან სწორედ ისაა, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება იმისთვის, რომ მაყურებელი კინოში დაბრუნდეს“ - განაცხადა მან.

წყვილი, რომლებიც წარსულში არაერთხელ გამოჩნდნენ ერთმანეთის გვერდით, 2016 წელს დაინიშნნენ  და ორი წლის ვაჟი, სახელად რივერ ლი ჰყავთ.

ზევით