#ცნობილები #მუსიკა

შერის ცხოვრების საიდუმლო მომენტები

გაზიარება:

„ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, იმაზე მეტიც კი რაც წარმომედგინა და მიუხედავად ამისა, მე ჯერ არაფერი დამისრულებია“ - შერი მუსიკალურ ინდუსტრიაში 1960-იან წლებში გამოჩნდა და მილიონობით გულშემატკივარი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მალევე გაიჩინა.

ყოველთვის ექსტრავაგანტული ჩაცმულობით, ინდივიდუალური სტილის შეგრძნებითა და ეპატაჟურობით, შერმა, არა მხოლოდ მუსიკალური სამყარო დაიპყრო და ზედიზედ 6 ათწლეულის განმავლობაში მოგვევლინა ბილბორდების რეკორდსმენად, მან მოდაშიც წარუშლელი კვალი დატოვა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან შემსრულებლად ითვლება.

სანამ შერი დაიბადებოდა

შერილ სარქისიანი 1946 წლის 20 მაისს დაიბადა, სატვირთოს მძღოლი მამაისა და ყოფილი მოდელი დედის ოჯახში.

მისწრაფებები

შერს ბავშვობიდან პოპულარობა სურდა, სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ პატარა ასაკში შერილი დედის დახმარებით, ისეთ შოუებში იღებდა მონაწილეობას, როგორიც The Adventures of Ozzie და Harriet გახდალთ.

შერს სკოლა არ დაუმთავრებია

შერი ელ სენტროდან, კალიფორნიიდან გახლდათ, 16 წლის ასაკში გოგონამ გადაწყვიტა, რომ სკოლაში სწავლა აღარ სურდა, სასწავლებელი მიატოვა და ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად.

თუ კი რაიმე მთელი გულით გსურს, აუცილებლად მოიფიქრებ გზას, მასთან მისასვლელად.

კითხვის უნარის დაქვეითება

სკოლაში სწავლის პერიოდშიც და მას შემდეგაც, შერი დისლექსიით - კითხვის და წერის უნარის დაქვეითებით იტანჯებოდა და ამ ბრძოლაში წლები გაატარა.

არა ერთი სასცენო სახელი

მანამ, სანამ შერი პოპ კულტურის დედოფალი გახდებოდა, მომღერალმა წარმატებისკენ მიმავალი საკმაოდ რთული გზა განვლო და ამ პერიოდში არა ერთი სასცენო სახელიც გამოიცვალა. 1964 წელს პირველი სიმღერა შერმა სწორედ სასცენო ზედმეტსახელით - ბონი იო მეისონით გამოუშვა.

პირველი სიყვარული

შერის პირველი სიყვარული ამერიკელი მომღერალი სონი ბონო გახლდათ, როდესაც შერი სონის პირველად შეხვდა, გოგონა ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, ბონო კი მასზე 11 წლის უფროსი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის რომანტიკული ურთიერთობა აეწყოთ და ბევრად სერიოზულშიც გადაზრდილიყვნენ.

შერის და ბონოს შოუ

ურთიერთობის დაწყებიდან მალევე, შერიმ და ბონომ საკუთარი შოუ შექმნეს, რომელიც პირდაპირ ეთერში 3 წლის განმავლობაში გადაიცემოდა და ყოველკვირეულად 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა.

ქორწილი საპირფარეშოში

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, წყვილს პრივატული ქორწილის გადახდა სურდა, სტუმრების გარეშე, მხოლოდ ორი შეყვარებული ადამიანი და მათ ეს მოახერხეს კიდევ, შერმა და ბონომ ერთმანეთს ფიცი საპირფარეშოში აღუთქვეს.

გაყიდვადი ბარბი

1970-იან წლებში კომპანია Mego-მ შერის და ბონოს სათამაშო თოჯინები გამოუშვა, ამ პერიოდში შერის თოჯინა უფრო პოპულარული გახდა ვიდრე ბარბი და 1976 წელს ყველაზე გაყიდვადი თოჯინის სტატუსიც კი დაიმსახურა.

ათწლეულის ორი ქორწინება

შერის და ბონოს სიყვარულმა სულ რამდენიმე წელს გასტანა, წყვილი 1975 წელს დაშორდა ერთმანეთს, მალევე შერმა ახალი რჩეული გაიცნო - გრეგ ალმანი, რომელთანაც შერი 1975-1979 წლებში იყო დაქორწინებული.

კოსმეტიკური ჩარევები

შერის სილამაზის საიდუმლოს პლასტიკურ ქირურგიას დიდი ხნის განმავლობაში მიაწერდნენ, მომღერალს სიმართლე არასოდეს დაუმალავს და გულწრფელად არაერთხელ აღიარა, რომ საკუთარი სილამაზისთვის მსხვერპლი რამდენჯერმე გაიღო. მომღერალს რინოპლასტიკა და მკერდის იმპლანტი აქვს გაკეთებული.

შთაგონება - ოდრი ჰეპბერნი

შერი ოდრი ჰეპბერნს აღმერთებდა, მომღერალი აღფრთოვანებული იყო ოდრის შესრულების მანერით, მისი სილამაზით და იუბერ დე ჟივანშისთან მეგობრობით. სწორედ ეს მეგობრობა გახდა შერისა და ბობ მაკის გაერთიანების საბაბი.

მთელი ცხოვრება რისკებზე მივდიოდი და არასდროს შემშინებია იმის, თუ რას იტყოდა სამყარო ჩემზე

ახდენილი ოცნებები

Moonstruck-ში შესრულებული როლის შესახებ შერმა ერთხელ თქვა: "ამ ჯილდოს მოგება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი  მოვლენა იყო, რიგით მეორე კი ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრა გახლდათ, როდესაც მან მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა ჩემი გამარჯვება".

ბილბორდების რეკორდსმენი

შერი ერთადერთი მომღერალია ისტორიაში, რომელმაც ბილბორდების ჩარტში მოხვედრა 6 ათწლეულის განმავლობაში მოახერხა - 60-იანებში, 70-იანებში, 90-იანებში, 00-ში და 2010-ში.

წარმატება 52 წლის ასაკში

შერისთვის ასაკი შემაფერხებელი მოვლენა არასდროს ყოფილა, მომღერლის ალბომმა Believe გამოსვლისთანავე დაიპყრო მსმენელის გულები, ამ დროს მომღერალი 52 წლის გახლდათ და თუ კი ასაკზე ყურადღებას გავამახვილებთ, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ამ დროს შერი გახდა პირველი ქალი, რომლის ალბომმაც მოწინავე პოზიციები დაიკავა 53 წლის ასაკში.

ზევით