#მოდა #MBFW TBILISI

RECKLESS FW 2021 - ახალი თაობის მანიფესტი #MBFW

გაზიარება:

ქართული მოდის ინდუსტრიაში ახალი ბრენდი სახელად RECKLESS 2020 წელს გამოჩნდა და ახალი სიტყვის თქმა დაიწყო ამ სამყაროში, ახალგაზრდული სულისკვეთებით, კრეატიული და ინდივიდუალური მიდგომით ამ საოცრად ავთენტურმა ბრენდმა თინეიჯერების და არამხოლოდ თინეიჯერების გულები მალევე დაიპყრო. სულ რამდენიმე წუთის წინ  RECKLESS-მა მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე ციფრული კოლექცია წარადგინა და არ ვიცი რა შეიძლება ვუწოდო მას თუ არა ახალი თაობის მანიფესტი.

RECKLESS FW 2021

Reckless შეიქმნა ერთი მკაფიო მიზნისთვის, შეექმნა ტანსაცმელი კრეატიული და გახსნილი გონების მქონე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სოციუმში საკუთარ ადგილს და მიკუთვნებულობას ეძებენ და ამ მიზანს ყოველი გამოჩენისას ამართლებენ.

RECKLESS FW 2021

Reckless-ის თინეიჯერი თავისუფალია, ის ილტვის იდენტობის მოსაპოვებლად, საკუთარი გრძნობების და ემოციების გადმოსაცემად და ეს ყოველივე 2021/22 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში ნათლად აისახება 

RECKLESS FW 2021

“გაქცევა სკოლიდან” გამოხატული მიხაკი, რომელიც Reckless-ის პირველი კოლექციიდან ბრენდის სახედ იქცა ციფრული ფორმატის მთავარ ფონს წარმოადგენდა, უშუალოდ შემოდგომა/ზამთრის კოლექციის წარდგენა კი დიზაინერებმა Reckless-ის სამიზნე სეგმენტს - თინეიჯერებს მიანდეს და შედეგმაც არ დააყოვნა.

RECKLESS FW 2021

თავქარიანი, სევდიანი, მაგრამ თავდაჯერებული Reckless-ის უკან თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების სკოლის სტუდენტები: მასუ მწარიაშვილი, ანკა ქოიავა და ლიზა ყაჯრიშვილი დგანან, რომლებიც ნიკა ჯორჯაძის დატოვებულმა მემკვიდრეობამ გააერთიანა, რომელსაც წინ ძალიან დიდი მომავალი ელის.

ზევით