#კინო

რას ვუყუროთ: დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ კანის კინოფესტივალიდან - დიდ ეკრანებზე

გაზიარება:

ერთი წლის წინ, საკმაოდ ამაღელვებელი სიახლე შევიტყვეთ, ქართველი სცენარისტისა და კინორეჟისორის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სექციაში დასახელდა და ფილმის პრემიერაც ჩანიშნული გახლდათ, როდესაც Covid 19-მა ყველა დალაგებული გეგმა არია, კანის კინოფესტივალი ჩაიშალა, „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა კი შემოდგომამდე გადაიდო.

მნიშვნელოვანი კინოფესტივალი 2020 წელს გაუქმდა, თუმცა დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა ფილმმა მსოფლიო აღიარების მოპოვება მაინც მოახერხა. ერთი წლის განმავლობაში, „დასაწყისმა“, ათეულობით ჯილდო, არა ერთი მნიშვნელოვანი ნომინაცია და კინოკრიტიკოსების მნიშვნელოვანი შეფასებებიც დაიმსახურა.

მსოფლიო აღიარების შემდეგ, დეას ფილმის პრემიერის დღე საქართველოშიც მოახლოვდა, ხვალ, 24 ივნისს „დასაწყისის“ ნახვის საშუალება ქართველ მაყურებელს საქართველოს კინოთეატრებში შეეძლება.

„დასაწყისი“ იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ იანას (ია სუხიტაშვილი) თვალთახედვიდან მოგვითხრობს, მთავარი გმირის პრიზმიდან, რომელიც ეგზისტენციალურ კრიზისში იმყოფება, დედაზე, რომლისთვისაც აწმყო გაურკვეველი და მეუღლეზე, რომლისთვისაც მომავალი ბუნდოვანია. დეა კულუმბეგაშვილმა შეძლო და იანას ცხოვრება რომანტიზების გარეშე გადმოგვცა, რეალურად და ხელშესახებად წარმოგვიჩინა მთავარი გმირის განცდები და შეგრძნებები და ჩვენც ისტორიის მონაწილე გაგვხადა.

ზევით