#კულტურა #კინო

რას უნდა ველოდეთ 2021 წლის კანის საერთაშორსო კინოფესტივალისგან? #Cannes

გაზიარება:

სხვა ასობით კულტურული ღონისძიების მსგავსად, 2020 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის თარიღი ჯერ გადაიდო, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა, საბედნიეროდ, წელს მსგავსი შემთხვევა აღარ გვემუქრება და ფესტივალიც გაორმაგებული ძალებით გვიბრუნება. საფრანგეთის ქალაქი კანი, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალს 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს და ჩვენ რამდენიმე დეტალში ერთად უნდა გავერკვეთ.

კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ფესტივალი, წელს, რიგით 74-ე დაჯილდოების ცერემონიით გვიბრუნდება, კანის კინოფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელი, ოსკაროსანი რეჟისორი სპარკ ლი იქნება, რომელსაც ეს მოვალეობა გასულ წელს უნდა შეესრულებინა, თუმცა დანარჩენი თავადაც იცით...

კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს - ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად წელს, სხვადასხვა კატეგორიაში 24 ფილმი იბრძოლებს, მათ შორის არიან როგორც გასული წლის ლაინაფში შემავალი ფილმები, ასევე ახალი ნამუშევრებიც: არი ფოლმანის Where Is Anne Frank? გასპარ ნოეს Vortex და იოჰან მანკას Mes Freres Et Moi.

ფესტივალი, რომელიც პუბლიკას ყოველთვის მაღალ თამასას, სტანდარტებსა და ნორმებს სთავაზობს, 6 ივლისს Annette-ს ოფიციალური პრემიერით გაიხსნება, რომელშიც მთავარ რლებს ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარდი ასრულებენ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ფილმს ერგება კანის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის პატივი, თუმცა ამ პატივისთვის ნიკოლას ბედოსის OSS 117: From Africa With Love-ს მოიაზრებენ.

პალმის რტოს კონკურენტი ფილმები:

Nadav Lapid-ის  Ahed’s Knee

Leos Carax-ის Annette

Paul Verhoeven-ის Benedetta

Mia Hansen-Løve-ის Bergman Island

Nabil Ayouch-ის Casablanca Beats

Juho Kuosmanen-ის Compartment No. 6

Ryûsuke Hamaguchi-ს Drive My Car

Francois Ozon-ის Everything Went Fine

Wes Anderson-ის The French Dispatch

Asghar Farhadi-ს A Hero

Catherine Corsini-ს La fracture

Mahamat-Saleh Haroun-ის Lingui

Apichatpong Weerasethakul-ის Memoria

Justin Kurzel-ის Nitram

Jacques Audiard-ის Paris, 13th District

Bruno Dumont-ის Par un Demi Clair Matin

Kirill Serebrennikov-ის Petrov’s Flu

Sean Baker-ის Red Rocket

Joachim Lafosse-ის The Restless

Ildikó Enyedi-ის The Story of My Wife

Nanni Moretti-ს Three Floors

Julia Ducournau-ს Titane

Joachim Trier-ის The Worst Person in the World

Sean Penn-ის Flag Day.

ზევით