ყავის ფრანგული კულტურა - როგორ გაჩნდა ფრანგული კაფეს კონცეფცია

მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის პარიზი ისტორიის სიმბოლოა, მისი წარსულისა და აწმყოს ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია ინოვაციებმა და კულტურულმა რევოლუციამ. საუკუნეების განმავლობაში ყავა იყო როგორც ცვლილების ბერკეტი, ასევე ფრანგული ტრადიციის სიმბოლო. ყავის ისტორია საფრანგეთში არსებითად არის დაკავშირებულია კლასის, გენდერისა და ჩაგვრის საკითხებთან.

Café Procope

მიუხედავად იმისა, რომ ყავა მარსელის პორტში 1644 წელს ჩავიდა, წლების განმავლობაში ის ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა, ფრანგული ელიტის მიერ კი ძირითადად სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ყველაფერი 1970 წელს, მეფე ლუი XIV-ის კარზე ოსმალეთის სულთან მეჰმედ IV-ის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ შეიცვალა. თითქმის ერთწლიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ მასპინძლები თურქული დელიკატესებით გაანებივრა, მათ შორის გახლდათ ყავაც.

Café Procope

ამ დიდმა აღმოჩენამ, საფრანგეთის სამეფო კარზე "თურქმანიის" ტალღის აღმოცენებას შეუწყო ხელი. მალე კი ამ ტალღამ ვერსალიდან პარიზის ქუჩებში გადაინაცვლა, სადაც ყავის სახლები თვალის დახამხამებაში გაჩნდა, თუმცა ყავით გამოწვეული აჟიოტაჟის ჩავლის შემდეგ, ისინი ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა. ერთადერთი ყავის სახლი, რომელიც გადარჩა და მოგვიანებით პარიზული კაფეს საკულტო მოდელის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი Café Procope გახლდათ.

1686 წელს, იტალიაში დაბადებულმა ფრანჩესკო პროკოპიომ, Café Procope-ს გასახსნელად დისტილერების გილდიისთვის (ცნობილი როგორც ლიმონადიერი) მინიჭებული მონოპოლია გამოიყენა და შექმნა ადგილი, სადაც ადამიანებს მარმარილოს მაგიდების გარშემო მსხდომებს, მოოქროვილი სარკეებით გარშემორტყმულებს შეეძლოთ ყავა ფაიფურის ფინჯნებიდან დაეგემოვნებინათ.

Café Procope

Procope-მ დაარსების დღიდან განსაზღვრა პარიზული კაფეს კონცეფცია, რომელიც არა მხოლოდ კარგ ყავას, არამედ იმ გარემოსაც მოიაზრებდა, რომელსაც ამ ყავის დასაგემოვნებლად სტუმრობდნენ.

Café Procope

კაფეები პარიზში მხოლოდ ელიტისთვის არ იყო განკუთვნილი. ის ერთგვარ გენდერულ სივრცესაც წარმოადგენდა. მე-18 საუკუნეში პარიზულ კაფეებს წარმოუდგენელი ზრდა და წარმატება ხვდათ წილად: 1720 წელს პარიზში დაახლოებით 280 კაფე იყო,
ხოლო 1790 წლისთვის სულ მცირე 1800 კაფეს აღმოჩენა იყო შესაძლებელი. 1789 წლის რევოლუციის შემდეგ კი კაფეები რაიონებშიც გამოჩნდა, რადგან ეს სივრცე მუშათა კლასის მფარველების სოციალიზაციისთვის იდეალურ ადგილად იქცა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, კაფეები პარიზსა და მის შემოგარენში მამაკაცთა სივრცეს წარმოადგენდა.

Café Procope

ისტორიკოს ჯონათან მორისის თქმით, ძალიან ცოტა ქალი დგამდა ფეხს კაფეებში იმის შიშით, რომ მათ  მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად აღიქვამდნენ. ბურჟუა ქალები ყავას ცხელ შოკოლადს და არომატიზებულ სასმელებს ამჯობინებდნენ.

Café Procope

ეს რეალობა პარიზული კაფეს სიმბოლოს café au lait-ის გაჩენით შეიცვალა. ყავისა და რძის მიქსმა სამი დიდი ცვლილება განაპირობა: უპირველეს ყოვლისა, მან ქალებისთვის ყავის ლეგიტიმაცია მოახდინა - ყავა რძით ცხელ შოკოლადთან გაიგივდა და ქალებისთვის შესაფერის სასმელადაც იქცა; მეორე, მან ფართოდ შეუწყო ხელი ყავის წარმატებას საზოგადოებაში, au lait-ის სიტკბოსა და კალორიული ღირებულების დამსახურებით; და მესამე მიზანი კი ყავის უფრო ფრანგულ სასმელად წარმოჩენა გახდა, რაც ადგილობრივი წარმოების რძით მოხერხდა კიდეც. ყავამ ფრანგების გული სამუდამოდ დაიპყრო, ის გახდა სასმელი ყველასთვის, ქალებისთვის და მამაკაცებისთვის, მდიდრებისა და ღარიბებისთვის.

ზევით