ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს მეორედ ესტუმრება

გამომცემლობა „პა­ლიტ­რა L-ის“ მოწვევით, ცნობილი ფრანგი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს მეორედ ეწვევა. ქართული გამომცემლობის ცნობით, ბეგბედერი მკითხველთან შეხვედრებს 4-6 მაისს გამართავს.

4 მაისს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფრედერიკ ბეგბედერთან დიდი შეხვედრა გაიმართება, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება პირადად შეხვდეს მწერალს, დაუსვას მას შეკითხვები და სამახსოვრო ავტოგრაფიც მიიღოს ბეგბედერისგან.


ბეგბედერი ცინიკურად აღწერს იმ გამოჩენილ ადამიანთა ზღვარგადასულ სიმდიდრეს, რომელთაც კეთილდღეობა დანარჩენი მსოფლიოს უბედურებისა და სულიერი გაღატაკების ხარჯზე მოიპოვეს.

 

ყიდვა

გამომცემლობა „პალიტრა L“ ფრედერიკ ბეგბედერის წიგნებს 2012 წლიდან გამოსცემს, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობით ფრანგი მწერლის რომანი „99 ფრანკი“ სარგებლობს. წიგნმა, რომელიც 2000 წელს გამოიცა, ფრანგ მწერალს და კრიტიკოსს აღიარება და პოპულარობა მოუტანა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასიათასობით გაყიდული ეგზემპლარის შემდეგ, 2007 წელს ნაწარმოების ადაპტაციაც გადაიღეს, რამაც ბეგბედერის ცნობადობა ერთი ორად გაზარდა.


წიგნი მოგვითხრობს ყველაზე მასშტაბური ტერაქტის შესახებ, ხსნის მის გამომწვევ მიზეზებს და საუბრობს მოსალოდნელ შედეგებზე. windows on the world – ი სიუჟეტის მიუხედავად, სულაც არ არის დრამატული და დამთრგუნველი.

 

ყიდვა

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს მაისის თვეში მეორედ ესტუმრება, პირველად მწერალი ქართველ მკითხველს 2016 წელს შეხვდა, მაშინ მწერალი გულშემატკივრების რაოდენობამ, რომლებიც ავტოგრაფს და მასთან ფოტოს გადაღებას ითხოვდნენ სასიამოვნოდ განაცვიფრა.


ოსკარ დიუფრეზნი რომანტიკული ეგოისტი და მარტოსულია. ცხოვრების შუაგულში ტრიალებს, ირგვლივ უამრავი ხალხი ახვევია მაგრამ მაინც მოწყენილია, სულიერად დაცარიელებული...

 

ყიდვა

2019 წელს, ფრედერიკ ბეგბედერი აქტიურად იყო ჩართული კამპანიაში „გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ და სოციალურ ქსელებში გამომწერებს სწორედ საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებდა.

ზევით