#სპორტი

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია

გაზიარება:

17 წლის ქართველი სპორტსმენი ალექსანდრე წივწივაძე, პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონმა, რომელმაც იუნიორთა და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ყველას 1000 მეტრიან დისტანციაზე აჯობა, გუშინ 18 წლამდელთა შორის, 500 მეტრზე მოიპოვა გამარჯვება.

ალექსანდრე წივწივაძე საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატების გამარჯვებულია. გარდა იმისა, რომ მან 2021 წლის ივნისში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, 1 წლით ადრე, ალექსანდრე, ოლიმპიური იმედების შეჯიბრებაზე წარმატებით გამოვიდა და თავის ასაკში ორი ოქროს მედალი მოიპოვა, 2019 წელს კი სლოვაკეთში გამართულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა სამ დისტანციაზე: 1000, 500 და 200 მეტრზე იასპარეზა და სამივე მათგანში უპირობო ლიდერი გახდა.

ალექსანდრე წივწივაძე გახდა პირველი ქართველი ნიჩბოსანი, რომელმაც, სამივე დისტანციაში ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ზევით