#კულტურა #ცნობილები #მუსიკა

ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის სიაში მოხვდა

გაზიარება:

საოპერო სამყაროს, ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა კონკურსმა BBC Cardiff Singer of the World-მა წლევანდელი კონკურსანტების სია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძეც მოხვდა. BBC Cardiff Singer of the World ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერ და გამორჩეულ ოპერის მომღერლებს აერთიანებს.

ნატალიამ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, „ნიჭიერთა ათწლედი“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა ნიუ-იორკის, ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში. ნიუ-იორკის შემდეგ ნატალიამ კარიერა მიუნხენს დაუკავშირა, რაც საკმაოდ წარმატებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა მისი მხრიდან.

BBC Cardiff Singer of the World-ის პირველი კონკურსი 1983 წელს ჩატარდა კარდიფში და მას შემდეგ მასშტაბური პროექტი ყოველი მეორე წლის ივნისში მასპინძლობს მონაწილეებს, 2021 წელს კონკურსი 12-19 ივნისში გაიმართება და პოდკასტი BBC Four-სა და BBC Wales-ზე გადაიცემა.

ზევით