Met Gala 2021: ყველაზე პომპეზური მოვლენა ბრუნდება

მოდი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, Met Gala სამყაროს თავისი დიდებულებით ოფიციალურად უბრუნდება. მსოფლიო პანდემიის გამო 2020 წელს პომპეზური წითელი ხალიჩის გარეშე დარჩენილი საზოგადოება დანაკლისს 1 წლის შემდეგ აინაზღაურებს, თუმცა შეცვლილი თარიღითა და ფორმატით.

1948 წლიდან მოყოლებული, ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში საქველმოქმედო საღმო Met Gala მაისის თვით პირველ ნახევარში იმართებოდა, თუმცა თუ კი 2021 წელს პომპეზური სანახაობის ნახვა გვსურს, მაშინ დიდებული საღამოს რამდენიმე თვით გადაწევისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. ამ წელს, Met Gala-ს შემოდგომაზე, კერძოდ კი 13 სექტემბერს ვიხილავთ.

ამერიკული მოდის მასშტაბური დღესასწაულის მოწყობა განზრახ გადავწყვიტეთ, რადგან ამ ინდუსტრიას covid 19-სგან დიდი ზარალი მიადგა - ენდიუ ბოლტონი

გალა კოსტუმების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მოდური გამოფენის ორგანიზატორებმა, 2021 წლისთვის ერთდროულად ორი თემა შეარჩიეს და ისინი ამერიკული მოდის ჭერქვეშ გააერთიანეს. Instagram-ის სპონსორობით, პირველი საღამო სახელწოდებით In America: A Lexicon of Fashion 18 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაიმართება, Met Gala-ს მეორე ნაწილი კი 2022 წლისთვის გადაიწევს და ჩვეულებისამებრ მაისის თვეში In America: An Anthology of Fashion-ს წარმოგვიდგენს.

ვფიქრობ, ამ პერიოდში ამერიკული მოდის აღორძინება მიმდინარეობს, რომელშიც ახალგაზრდა დიზაინერები მრავალფეროვნებით, ინკლუზიურობითა და კრეატიულობით იჩენენ თავს

ღონისძიებას ხელოვნების, მოდის, კინემატოგრაფიისა და მუსიკის სფეროში მოღვაწე ვარსკვლავები 1948 წლიდან ესწრებიან, იმ მომენტიდან, როდესაც ელეანორ ლამბერტმა თავის დიდებულ იდეას ხორცი შეასხა და ათწლეულების განმავლობაში ყველაზე წარმატებულად ახერხებს საქველმოქმედო საღამოს გამართვასა და მეტროპოლიტენ მუზეუმის კოსტუმების ინტიტუტისთვის შემოწირულობის შეგროვებას. ყველაზე დიდი თანხა Met Gala-ს 73-წლიანი ისტორიის განმავლობაში 2014 წელს შეგროვდა და 12 მილიონი დოლარი შეადგინა.

ზევით