#კინო

ლევან კოღუაშვილის ფილმმა „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე 3 ნომინაციაში გაიმარჯვა

გაზიარება:

ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „მეოთხე ბრაიტონის“ პრემიერა, ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალ „ტრაიბეკაზე“ შედგა, თან საკმაოდ წარმატებით - ქართველი რეჟისორის ფილმმა საერთაშორისო ფესტივალზე 3 ჯილდო დაიმსახურა, ინფორმაცია ამის შესახებ, ფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალი 2001 წელს რობერტ დე ნირომ  და ჯეინ როზენტალმა დააარსეს და მას შემდეგ ღონისძიება ყოველწლიურად ნიუ იორკში იმართება. 

 „მეოთხე ბრაიტონი“ ქართველი მოჭიდავის ამაღელვებელ ისტორია გვიყვება, კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილის აზარტული თამაშების ვალი გადაიხადოს. ფილმში, კახის როლს, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს.

„მეოთხე ბრაიტონში“ ერთ-ერთ მთავარ როლს კახი კავსაძეც ასრულებს, დამსახურებული ქართველი არტისტისთვის კინოროლი უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.

ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“,  „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე სამ ნომინაციაში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მსახიობი (მამაკაცი) მოიპოვა გამარჯვება.

ზევით