#მოდა

სოფო ჭყონია და ქართული ბრენდები KYIV Art & Fashion Days-ის ფესტივალზე

გაზიარება:

7-10 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში ფესტივალი KYIV Art & Fashion Days გაიმართა, რომელიც თანამედროვე მოდისა და ხელოვნების პოპულარიზებას მიეძღვნა. ფესტივალის იდეის ავტორი მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამფუძნებელი, მისი ორგანიზატორი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი სოფო ჭყონია გახლავთ.

მშვენიერი ქალაქი ვიხილე, რომელიც პანდემიის შემდეგ ანათებდა და მაშინვე გამიჩნდა KYIV Art & Fashion Days შექმნის იდეა. ეს არ არის მოდის კვირეული, რამდენიმედღიანი ფესტივალი ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ერთ სივრცეში მოქცევას გულისხმობს - აცხადებს სოფო ჭყონია.

მოდის, მხატვრობისა და მუსიკის ტანდემით, კიევში, მრავალპროფილურ პლატფორმას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ნიჭიერი, შთამაგონებელი და განსხვავებული დიზაინერების ხედვის პოპულარიზებას და მათ თვითრეალიზაციას უწყობს ხელს. ეს არის სივრცე დიზაინერებისთვის, შემოქმედებისთვის, მედიის წარმომადგენლებისა და მოდის რეალტორებისთვის, რათა მოდასა და ხელოვნებას ერთ ჭერქვეშ მოეყაროს თავი.

დიზაინერისთვის ეს არის ადგილი, სადაც მისი ხედვა ჩარჩოებს ცდება და საკუთარ სამყაროს და შთაგონებას ხელოვნების სხვადასხვა სფეროს პრიზმაში გვაჩვენებს - სოფო ჭყონია

KYIV Art & Fashion Days ფესტივალის ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საჯარო საუბრებმა მედიასთან, Public Talk-ის ფარგლებში წამოიჭრა ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორებიცაა პანდემიის გავლენა მოდის სამყაროზე და მოდის მომავალი. 

ზევით