#კულტურა #კინო

კვეტნინ ტარანტინო მე-10 ფილმით კარიერის დაასრულებას გეგმავს

გაზიარება:

Pulp Fiction-ის, Kill Bill-ის, Inglourious Basterds-სა და კიდევ არა ერთი სახელგანთქმული ფილმის რეჟისორი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ფიგურა კვენტინ ტარანტინო კარიერის დასრულებას გეგმავს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჰოლივუდის ყველაზე პრესტიჟულ მოთამაშედ ითვლება.

Real Time with Bill Maher-ის გადაცემაში სტუმრობისას, კვენტინ ტარანტინომ განაცხადა, რომ 30-წლიანი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში, ოსკაროსანმა რეჟისორმა საქმეში ყველაფერი ჩადო რაც კი შეეძლო, კარიერას კი უკანასკნელი, მე-10 ფილმით დაასრულებს.

მაგრამ შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ პენსიაზე გასასვლელად - საქმეც სწორედ ამაშია, მე ვიცი ფილმოგრაფიის ისტორია და მესმის ისიც, რომ რეჟისორები უკეთესები არ ხდებიან.

კვენინ ტარანტინოს უკანასკნელი ფილმი Once Upon a Time Hollywood 2019 წელს გამოვიდა და ის კვენტინის სასიყვარულო წერილს წარმოადგენდა სარეჟისორო ხელოვნების მიმართ. ფილმმა 10 ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა.

ზევით