#მხატვრობა

ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე, ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან

გაზიარება:

ხვალ, 27 აპრილს,  ლიკა ჭკუასელის კურატორობით, საქართველოს ეროვნული მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით „ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე, ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან“ მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი ხელოვანების უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც მზის შუქს პირველად იხილავენ.

გამოფენის ფარგლებში შეძლებთ დაესწროთ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას, რომლებიც ექსკლუზიურად თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის ჩატარდება.

SOLO One to One | ირინა პოპიაშვილი - როგორ წავიკითხოთ გამოფენა

ირინა პოპიშვიალთან ინდივიდუალური შეხვედრის ფარგლებში, ეწვევით სხვადასხვა გამოფენას. შეხვედრაზე მოისმენთ, თუ როგორ ხდება გამოფენისთვის კოლექციების შექმნა. ასევე, გაიცნობთ ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს, რომლებიც საკუთარ სახელოსნოებში გიმასპინძლებენ.

SOLOtalks

5 მაისი, 19:00 საათი | გოგი ხოშტარია - ფიროსმანიდან პოსტმოდერნისტებამდე

საუბარი შეეხება ფიროსმანიდან პოსტმოდერნისტებამდე პერიოდს, უფრო დეტალურად, ქართულ სახვით ხელოვნებას.

12 მაისი, 19:00 საათი | გურამ წიბახაშვილი - ხელოვნების ზღვარზე

შეხვედრაზე გურამი ისაუბრებს საქართველოს ისტორიის იმ პერიოდზე, როცა როგორც ქვეყანას, ასევე ქართულ ხელოვნებას მოუწია დიდი ცვლილებების გადატანა.

SOLO Sunday

2 მაისი, 14:00 საათი | გიორგი მასხარაშვილი - მაუგლი, ჯუნგლები, ცხოველთა სამყარო

თქვენი პატარები ქაღალდზე გადაიტანენ მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ფერთა გადანაწილებაზე.

7 მაისი, 13:00 საათი | დათო მესხი - მედიტაცია ფერზე

შეხვედრა მოიცავს შემდეგ შინაარსსა და აქტივობებს:

• მედიტაცია და ფერის საშუალებით გამოსახულების ფორმის ძიება
• ნამუშევრის შექმნა მედიტაციის დროს და
• გამოფენის ნახვის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილების ფერით გამოხატვა

გამოფენას, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება, SOLO და საქართველოს ბანკი WM წარმოგვიდგენენ, გამოფენის მხარდამჭერია თბილისის მერია. ღონისძიებებზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია თქვენთვის სასურველ სეანსზე.

ზევით