#კინო

კამერონ დიასის ჰოლივუდური Comeback - მსახიობი ახალ ფილმზე მუშაობს

გაზიარება:

ჯულია რობერტსის შემდეგ, ეკრანებს კამერონ დიასიც უბრუნდება და უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რომანტიკული კომედიებისთვის რენესანსის ეპოქა დადგა. 8 წლიანი პაუზის შემდეგ, კამერონი Netflix-ის ახალ ფილმ Back in Action-ში მიიღებს მონაწილეობას. ფილმში აგრეთვე ვიხილავთ ჯეიმი ფოქსსაც, რაც კი იმას ნიშნავს, რომ მსახიობები 1999 წლის შემდეგ (Any Given Sunday) პირველად გაერთიანდებიან.

სიახლე ჯეიმი ფოქსმა გამომწერებს Twitter-ის მეშვეობით ამცნო, მსახიობმა კამერონთან საუბრის სატელეფონო ჩანაწერი გააზიარა, რომელშიც დიასს უბრალოდ სიტყვების პოვნაც კი გაუჭირდა იმის სათქმელად, თუ რამდენად უხაროდა ეკრანებზე დაბრუნება.

მალევე სიახლე Instagram-ის პირად გვერდზე კამერონმაც დაადასტურა და Story-ში დაწერა: "ჯეიმი მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი დაბრუნება!!! ერთი სული მაქვს"

Back in Action-ის რეჟისორი სეტ გორდონი გახლავთ, სცენარი კი ბრენდან ო'ბრაიენს ეკუთვნის. ჯერჯერობით ფილმის სიუჟეტის შესახებ დეტალები არ არის ცნობილი, მხოლოდ ის ვიცით, რომ ფილმის გადაღებები ამ წლის ბოლოსკენ დაიწყება. 

გვიანი 1990-იანი წლების ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსვლავმა კამერონ დიასმა პოპულარობა სადებიუტო ფილმით The Mask მოიპოვა, რომელშიც მსახიობი ჯიმ ქერისთან ერთად მონაწილეობდა. ამას მოჰყვა წარმატებული რომანტიკული კომედიები, ისეთები როგორებიც My Best Friend’s Wedding, There’s Something About Mary, Charlie’s Angels და Shrek გახლდათ. 2018 წელს კამერონმა განაცხადა, რომ კინოდან მიდიოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მის ჰანიგანის როლის ფილმში Annie მისთვის უკანასკნელი იქნებოდა. მანამ სანამ ჰორიზონტზე Back in Action არ გამოჩნდა და კამერონი ისევ თამაშში არ დააბრუნა.

ზევით