ჯულია გარნერს მადონას ბიოგრაფიულ ფილმში მთავარი როლი შესთავაზეს

როდესაც მადონამ პირველად განაცხადა იმის შესახებ, რომ დიდი ეკრანებისთვის, საკუთარი ცხოვრების ისტორიის ადაპტაციად გადაღებას აპირებდა, ამ ამბავმა მაშინვე გააჩინა კითხვები. პოპ დივას ოთხ ათწლეულიანი კარიერის მანძილზე, რომელ პერიოდზე გაამახვილებდა ყურადღებას ფილმი? შეიქმნებოდა თუ არა ახლი მუსიკა ფილმისთვის? და რაც ყველაზე მთავარია, ვის შეეძლო მთავარი როლის შესრულება? შესაძლოა სხვა კითხვები ჯერაც პასუხგაუცემელია, თუმცა ამ უკანასკნელზე პასუხი მოგვეძებნება და ის ჯულია გარნერია.

Variety-ს ცნობით, Ozark-ის 4 სეზონის ვარსკვლავსა და Inventing Anna-ს აღმოჩენას ჯულია გარნერს უაღრესად სასურველი როლი შესთავაზეს. მრავალი ცნობილი სახელის, ახალი ნიჭისა და მომღერლის განხილვის შემდეგ (მათ შორი ფლორენც პიუს, ალექსა დამის და ემა ლეირდის), მადონას როლზე ჯერჯერობით ჯულია გარნერი განიხილება. ფილმის მთავარი ვარსკვლავის შესარჩევი ეტაპი, განსაკუთრებით მძიმე გარემოებებში მიმდინარეობს, გამოცემის ცნობით ეს ეტაპი ითვალისწინებს როგორც სიმღერას, აგრეთვე ცეკვას და ზოგჯერ 11 საათიან სესიებს მადონასთან ერთად.

ჯულია გარნერმა შეთავაზება მიიღო, თუმცა უცნობია დათანხმდება თუ არა ის ბიოგრაფიულ ფილმში მონაწილეობას და შემოგვთავაზებს თუ არა კიდევ ერთ ბრწყინვალე გარდასახვას. ჩვენთვის უცნობია ისიც, თუ ვის ვიხილავთ მეორეხარისხოვან როლში, მაგრამ დიდი ალბათობით, ჯულია გარნერი ერთადერთი ცნობილი სახე არ იქნება ეკრანიზაციაში. 

ამ ეტაპზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღების დეტალები მედიისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულია, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი მადონას და დრამატურგ ერინ კრესიდა უილსონის მიერ დაწერილი სცენარის შესახებ, თუმცა The Hollywood Reporter-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ფილმში დიდ როლს ითამაშებს 1990 წლის Blond Ambition მსოფლიო ტური, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა როგორც მუსიკაზე, ასევე მოდასა და პოპ კულტურაზე.

2021 წლის ოქტომბერში, The Tonight Show-ზე ფილმზე საუბრისას, მადონამ თქვა, რომ მას სურდა აეღო სადავეები, როგორც მწერალსა და რეჟისორს, რადგან მისი აღზევების წინა მცდელობები ძალიან არასწორი იყო.

ზევით