#სპორტი #Rugby

ივლისში სხვა არაფერი დაგეგმო! ბათუმსა და ქუთაისში რაგბია

გაზიარება:

რაგბის მოყვარულებს წინ ცხელი ზაფხულით ელოდებათ, ბათუმსა და ქუთაისში ივლისის თვეში დიდი მატჩებია დაგეგმილი არგენტინასთან, იტალიასა და პორტუგალიასთან. 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში, ბორჯღალოსნებისთვის სამივე თამაში უმნიშვნელოვანესია, თუმცა იტალიასთან ჯახი გამორჩეულია, როგორც მორაგბეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის და ზოგადად ქართული რაგბისთვის.

„იტალიასთან თამაშს 2018 წლიდან ველოდები, როდესაც მათ ბოლოს ვეთამაშეთ“ – ამბობს ბორჯღალოსანთა მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელიც უკვე საქართველოშია და ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ემზადება.

იტალიას ისტორიაში მეხუთედ ვერკინებით, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის საქართველოში ჩამოდის. ასევე პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ბორჯღალოსნები ითამაშებენ ბათუმში, ახალ სტადიონზე.

ბორჯღალოსნები იტალიის ნაკრებს 10 ივლისს ბათუმში დაუხვდებიან, 1 კვირით ადრე 3 ივლისს „აია არენაზე“ არგენტინას შევხვდებით, 16-ში კი კვლავ „აია არენაზე“ პორტუგალიას ვუმასპინძლებთ. 

სამივე თამაშის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ Tkt.ge-ს.

ზევით