#კინო

ჰანთერ შაფერი „შიმშილის თამაშების“ პრიქუელის სამსახიობო გუნდს შეუერთდა

გაზიარება:

„ეიფორიას“ ვარსკვლავი ჰანთერ შაფერი „შიმშილის თამაშების“ პრიქუელის - „სიმღერა ფრინველებისა და გველების ბალადის“  სამსახიობო გუნდს შეუერთდა. პრიქუელი, ცნობილი ტრილოგიის ავტორის სიუზან კოლინსის, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით იქნება გადაღებული, სიუზანმა წიგნი 2020 წლის მაისში გამოსცა და პირველივე კვირაში მისი მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. რაც შეეხება Lionsgate-ს, მან ეკრანიზაციის უფლებები ჯერ კიდევ წიგნის გამოცემამდე შეიძინა.

ჰანთერი პრიქუელში ტიგრის სნოუს, კორიოლანუს სნოუს ბიძაშვილის როლს მოირგებს, რომელიც კორიოლანუსის მრჩევლადაც კი მოგვევლინება. „სიმღერა ფრინველებისა და გველების ბალადის“ სამსახიობო გუნდში ჰანთთერთან ერთად ვიხილავთ ტომ ბლიტის, რეიჩელ ზეგლერსა და ჯოშ ანდრეს რივერას.

პრიქველი ჩვენთვის კარგად ცნობილი ტირანის კორიოლანუს სნოუს ისტორიას მოგვიყვება და „შიმშილის თამაშებში“ განვითარებულ მოვლენებამდე წლებით ადრე დაგვაბრუნებს. რა გზა გაიარა სნოუმ, მანამ სანამ ის პანემის მმართველი გახდებოდა, ვინ იყო ლუსი გრეი ბეირდი, რომლის მენტორადაც სნოუ მე-10 „შიმშილის თამაშებში“ დაინიშა და როგორ მოახერხა კორიოლანუსმა ძალაუფლების ხელში ჩაგდება და სასტიკ დესპოტად ქცევა ეს ის მთავარი საკვანძო საკითხებია, რომლებსაც პასუხი მომავალ წელს გაეცემა.

პრიქუელი, რომლის რეჟისორად ფრენსის ლოურენსი, პროდიუსერებად კი ნინა ჯეიკობსონი და ბრედ სიმპსონი გვევლინებიან, დიდ ეკრანებზე 2023 წლის 17 ნოემბრიდან გამოჩნდება.

ზევით