#მხატვრობა

გალერეა Dissolution ჯგუფურ გამოფენას „ადამიანის ბუნებას“ წარმოგვიდგენს

გაზიარება:

დღეს 18:00 საათზე, გალერეა Dissolution ჯგუფურ გამოდენას სახელწოდებით  „ადამიანის ბუნებას“ წარმოგვიდგენს. გამოფენა აერთიანებს ორ ახალგაზრდა ქართველ ხელოვანს მაკო ლომაძესა და ნინო ელიაშვილს და მათ ხედვას თანამედროვე სამყაროზე. გამოფენის კურატორია გვანცა ცხოვრებაშვილი.

მაკო ლომაძე თანამედროვე მხატვარია საქართველოდან. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სახვითი ხელოვნების ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხით. რეგულარულად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებსა და რეზიდენციებში.

ჩიტის სიკვდილი
მაკო ლომაძე ზეთი ტილოზე 2 პანელი 40 x 40 სმ 2022 წ. 

ამჟამად მუშაობს თავის სტუდიაში თბილისში. მისი ნამუშევრები ინახება კოზენცას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და კერძო კოლექციებში - ევროპიში, კანადისა და ამერიკაში.

ის ძირითადად ტრადიციულ მედიაში მუშაობს, ზეთის საღებავით მუშაობა ამ ეტაპზე ყველაზე კომფორტულად მიაჩნია. მისი შემოქმედება მტკიცედ ემყარება მის შინაგან დიალოგს, ქვეცნობიერში არსებულ კრიტიკულ საკითხებს, ოცნებებს და ზოგადად სამყაროსადმი დამოკიდებულებას. მისი ნამუშევრები სიმბოლიზმით არის გაჟღენთილი, მიზანია ერთი შეხედვით მარტივი და ესთეტიური ვიზუალიზაციის მეშვეობით გადმოსცეს თავისი სათქმელი.

ზღვისპირა მხარე
მაკო ლომაძე ზეთი ტილოზე 2 პანელი 60 x 90 სმ 2020 წ. 

მაკოს მუშაობა შეესაბამება მის კომპლექსურ მიდგომას საკითხებისადმი. მისი ნამუშევრები ზოგჯერ სიზმარს გავს, ღრმა გრძნობებით ილუსტრირებულს, რთულად აღსაწერს და ორაზროვანს. მას შეუძლია არსებობის ტრაგიკული გრძნობის ესთეტიურად გადმოცემა.

ნინო ელიაშვილი ქართველი მხატვარი და გრაფიკული დიზაინერია. იგი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ხატვის ტექნიკით და სტილით.

ხორცშესხმული
ნინო ელიაშვილი აკვარელი ქაღალდზე 50 x 70 სმ 2020 წ.

ნინო სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, აქვს ბაკალავრის ხარისხი მოდის დიზაინში და მაგისტრის ხარისხი სახვითი ხელოვნებაში.

უსათაურო 1
ნინო ელიაშვილი აკვარელი ქაღალდზე 100 x 70 სმ 2022 წ.

ერთ-ერთ ინტერვიუში ნინო ამბობს რომ მისინამუშევარი შთაგონებულია სულიერი მდგომარეოის, ფერების, სექსუალური იდენტობების, დათრგუნული ემოციებისა და სილამაზის აღბეჭდვით. ‘ჩემი მიზანია შთავაგონო ადამიანებს სილამაზის აღმოჩენა უჩვეულო ნივთებში. ვმუშაობ აკრილით, აკვარელით და ზეთით, მაგრამ აკვარელთან მუშაობის პროცესი ყველაზე საინტერესო მეჩვენება, რადგან მისი ჰაეროვნება საშუალებას მაძლევს მყისიერად გამოვხატო ემოციები.“ - ამბობს ის.

უსათაურო 2
ნინო ელიაშვილი აკვარელი ქაღალდზე 25 x 35 სმ 2022 წ.

ელიაშვილს არაერთი გამოფენაში მიუღია მონაწილეობა საქართველოში და გერმანიაში, მისი მრავალი ნამუშევარი ინახება კერძო კოლექციებში.

ზევით