#კინო

Euphoria-ს მეორე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა - ყველაფერი, რაც ვიცით

გაზიარება:

HBO-ს ეთერში 2019 წელს გასული სატელევიზიო შოუ თინეიჯერების ცხოვრების, ნარკოდამოკიდებულების, დეპრესიის ბულინგის, საკუთარი თავის დამკვიდრებისა თუ სხვა არა ერთი მნიშვნელოვანი თემის შესახებ, მალევე გახდა სენსაციად და გულშემატკივარი მთელი მსოფლიოს გარშემო შეიძინა.

ზუსტად არავინ იცის კონკრეტულად რამ გამოიწვია Euphoria-ს არნახული პოპულარობა, აქტუალურმა თემებმა, ორიგინალურმა კოსტუმებმა, კრეატიულმა და განსხვავებულმა მაკიაჟმა, ნიჭიერი მსახიობებით დაკომპლექტებულმა გუნდა, თუ ყველაფერმა ერთად  - თუმცა ფაქტია, სერიალის მეორე სეზონის გამოსვლას ყველანი მოუთმენლად ველოდით და როგორც იქნა, Euphoria-ს ახალი სეზონის შესახებ ჩვენთვის მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი.

ზენდაიამ თიზერი გაგვიზიარა

ერთ-ერთი მთავარი როლის, რუს შემსრულებელმა ზენდაიამ, სოციალური ქსელის მეშვეობით სერიალის პირველი თიზერი გაგვიზიარა და Euphoria-ს გამოსვლიდან 2 წლის თარიღი ყველაზე ამაღელვებელი გზით აღნიშნა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Zendaya (@zendaya)

ორი სპეციალური ეპიზოდი

მართალია, ახალი სეზონის მოლოდინში ყველამ 2 წელიწადი გავლიეთ, თუმცა გასულ ზამთარს, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, Euphoria-ს შემქნმნელებმა ორი სპეციალური ეპიზოდი შემოგვთავაზეს, რომელიც რუს და ჯულსის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობდა პანდემიის პირობებში.

მე-2 სეზონის პრემიერა 2020 წელს უნდა შემდგარიყო

ყველა გეგმა, პრემიერა თუ მოსალოდნელი ღონისძიების ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, რომელიც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო განუსაზღვრელი დროით გადაიდო, აუცილებლად შორს წავალთ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ რიცხვში Euphoria-ც შედიოდა. სერიალის პრემიერა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში უნდა შემდგარიყო, მაგრამ დღეს 2021 წლის 18 ივნისია, ამ დრომდე სერიალის შესახებ არაფერი გვსმენია და შემქმნელები დეტალების გაზიარებას არც კი ჩქარობენ.

ზევით