#კინო

Emily In Paris მე-3 სეზონი: პრემიერის თარიღი, სპოილერები და სამსახიობო შემადგენლობა

გაზიარება:

დარენ სტარის ემიზე ნომინირებული რომანტიკული კომედია, Emily in Paris Netflix-ზე ორი ახალი სეზონით გაგრძელდება. სტრიმინგ პლატფორმისთვის სერიალი იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ Netflix-მა Emily in Paris-ს ერთდროულად მე-3 და მე-4 სეზონები დაუმტკიცა.

Emily In Paris მე-3 სეზონი

სიახლე მოულოდნელობა ალბათ არავისთვის ყოფილა. სერიალის მსუბუქი იუმორი, საოცნებო ცხოვრება, მოდური ჰაილაითები და ინტრიგები მილიონობით მაყურებლისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მე-2 სეზონის პრემიერა გასული წლის მიწურულს, 22 დეკემბერს შედგა. ემილი კუპერის ისტორიამ მალევე მოახერხა Global Netflix Top 10-ში მოხვედრა და სტრიმინგ პლატფორმის 94 ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ყურებად სერიალად იქცა. 

Emily In Paris მე-3 სეზონი

Emily in Paris-ის შემოქმედებითი გუნდი გადასაღებ მოედანზე უკვე შეიკრიბა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხის გაცემის დრო დადგა.

რა ვიცით მე-3 და მე-4 სეზონების შესახებ?

ახლა ემილის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, დაბრუნდეს ლოს-ანჯელესში თუ სილვის ახალ მარკეტინგულ კომპანიას შეუერთდეს და პარიზში დარჩეს - სწორედ ამ დილემის წინაშე დგას ემილი მე-2 სეზონის დასასრულს და მაყურებელს ნამდვილ ინტრიგაში ტოვებს.

Emily In Paris მე-3 სეზონი

Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის ორი დამტკიცებული სეზონის შესახებ სიახლე რამდენიმე თვის წინ ლილი კოლინსმა პირადად გაგვიზიარა:

 „დილით ადრე გავიღვიძე, რათა თქვენთვის ეს გასაოცარი სიახლე მეცნობებინა, @emilyinparis მე-3 და მე-4 სეზონებით დაგვიბრუნდება“. 

Emily In Paris მე-3 სეზონი

ვის ვიხილავთ ახალ სეზონებში?

დარწმუნებულები ვართ, რომ Emily in Paris-ის მთავარი გმირი და სერიალის პროდიუსერი ლილი კოლინსი, უდავოდ დაგვიბრუნება ახალ სეზონებში, გარდა ამისა ჩვენ ვიხილავთ სერიალის ნამვდვილ ფავორიტებსაც, მათ შორის: გაბრიელს, მინდის, სილვის, კამილს, სამუელსა თუ ლუკს.

Emily In Paris მე-3 სეზონი

ვიხილავთ თუ არა ალფის პერსონაჟს Emily in Paris-ის მესამე სეზონში, ეს მხოლოდ მისი და ემილის სასიყვარულო ურთიერთობის განვითარებაზეა დამოკიდებული. მეორე სეზონში ალფიმ აღიარა, რომ მისი სამუშაო პარიზში დასრულდა და ის მხოლოდ კუპერის გამო რჩებოდა საფრანგეთში, წყვილმა სამომავლო დისტანციური ურთიერთობაც განიხილა, თუმცა მას შემდეგ რაც ემილი გაბრიელს სიყვარულში გამოუტყდა, ნუთუ კიდევ აქვს ამ წყვილს მომავალი? ამას მხოლოდ ახალი სერიების გამოსვლისას შევიტყობთ.

პრემიერის თარიღი

და მაინც, როდის ვიხილავთ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანტიკული კომედიის ახალს სეზონს? მიუხეადავად იმისა, რომ ჯერ Netflix-ს პრემიერის თარიღი არ გაუმხელია მაყურებლისთვის, სავარაუდოა, რომ სერიალის მესამე სეზონს 2022 წლის დეკემბრის თვეში ვიხილავთ სტრიმინგ სერვისზე.

ზევით