#სამეფო ოჯახი #კინო

ელიზაბეტ დებიკის საოცარი გარდასახვა The Crown-ის გადასაღებ მოედანზე

გაზიარება:

კარგად დააკვირდით ფოტოსურათს, ისევ ფიქრობთ, რომ მასზე პრინცესა დიანას ხედავთ? The Crown-ის გადასაღები მოედნიდან გავრცელებულ ახალს სურათზე, მსახიობი ელიზაბეტ დებიკი ნამდვილად გაჭრილი ვაშლივით ჰგავს გარდაცვლილ უელსის პრინცესას და უნდა ვაღიაროთ, რომ არა ერთი ეკრანიზაციის, დადგმისა თუ სერიალის ხილვის შემდეგ, ჯერ არავინ დამსგავსებია პრინცესა დიანას ასე ძალიან.

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების კრებულის და საოცრად ჩამთრევი სერიალის, The Crown-ის შემქმნელებს, სამსახიობო შემადგენლობის იდეალურად დაკომპლექტების ნამდვილი ნიჭი აქვთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალგაზრდა პრინცესა დიანა, რომლის როლსაც დამწყები ინგლისელი მსახიობი ემა კორინი ასრულებდა, სრულყოფილად იყო წარმოდგენილი ეკრანებზე. რომ აღარაფერი ვთქვათ თავად დედოფალ ელისაბედ II-ის თუ მისი მეუღლის პრინც ფილიპის შემსრულებლებზე, ინგლისის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილისა თუ პრინცესა მარგარეტის გარდასახვაზე.

კლერ ფოი დედოფალი ელისაბედ II-ის როლში (1-ელი და მე-2 სეზონი)

ოლივია კოლმანი დედოფალი ელისაბედ II-ის როლში (მე-3 და მე-4 სეზონი)

იმელდა სტაუნტონი დედოფალი ელისაბედ II-ის როლში (მე-5 და მე-6 სეზონი)

ვანესა კირბი პრინცესა მარგარეტის როლში (1-ელი და მე-2 სეზონი)

ჰელენა ბონჰემი პრინცესა მარგარეტის როლში (მე-3 და მე-4 სეზონი)

ლესლი მანველი პრინცესა მარგარეტის როლში (მე-5 და მე-6 სეზონი)

ჯოშ ო'კონორი პრინცი ჩარლზის როლში (მე-3 და მე-4 სეზონი)

დომინიკ ვესტი პრინცი ჩარლზის როლში (მე-5 და მე-6 სეზონი)

მეთ სმიტი პრინცი ფილიპის როლში (1-ელი და მე-2 სეზონი)

ტობიას მენზისი პრინცი ფილიპის როლში (მე-3 და მე-4 სეზონი)

ჯონათან პრაისი პრინცი ფილიპის როლში (მე-5 და მე-6 სეზონი)

ემა კორინი პრინცესა დიანას როლში (მე-3 და მე-4 სეზონი)

ელიზაბეტ დებიკი პრინცესა დიანას როლში (მე-5 და მე-6 სეზონი)

ჯარედ ჰარისი მეფე ჯორჯ VI-ს როლში

ჯონ ლითგოუ უინსტონ ჩერჩილის როლში

ზევით