#კულინარია

„ბიბისი“: „ქართული ფხალი მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის შეიძლება სუპერ საკვები იყოს“

გაზიარება:

ბრიტანული გამოცემა „ბიბისი“, ქართულ სამზარეულოს ვრცელ სტატიას უძღვნის და მსოფლიოს „მრავალფეროვან ვეგანურ აპეტაიზერს“ - ფხალს აცნობს. მოგზაურმა ბლოგერმა და ცნობილი გამოცემის ჟურნალისტმა სარა ფრიმენმა 8 აპრილს „ბიბისის“ ონლაინ პლატფორმაზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ფხალი მოიხსენია როგორც მთელი მსოფლიო ვეგანებისთვის სუპერ საკვები.

სტატიის ავტორმა სარა ფრიმენმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, კულტურასა და სამზარეულოს გაეცნო.

„ემოციებს ფერებით გამოვხატავ, მიყვება შეფ-მზარეული დავით ნარიმანიშვილი, როდესაც ჩემი ჩანგალი იდეალური ფორმის ქარვისფერ, მწვანე და მეწამულისფერ აპეტაიზერს ეხება. ნიახურის ფოთლებით დაწყებული ოხრახუშით დამთავრებული ინგრედიენტები ფხალს შესანიშნავ კერძად აქცევს. ფხალი პირველ რიგში სუფრის საყრდენს წარმოადგენს და ქართველების უსაზღვრო სტუმართმოყვარეობას გამოხატავს“.- წერს სარა ფრიმენი.

სარა ფრიმენის სტატიაში აგრეთვე აღწერილია ქართული კერძები, თბილისისა და ქუთაისის ბაზრები, აგრეთვე კვების ობიექტები სადაც შესაძლებელია ვეგეტარიანული კერძების გასინჯვა.

ზევით